პარტია საქართველოსთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
კობახიძემ რუსულ კანონზე ღია დისკუსიაში გიწვევთო. ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე რატომ არის რუსულიო. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze მაგ სიტყვებს თუ ჰაერზე არ ისვრი და მართლა არგუმენტების არ გეშინია, გელოდები როდის დამიძახებ თუნდაც „იმედზე“ (სიმონიან-სალავიოვებთან). მაგრამ წინასწარ გამოვიცნობ: არ ხარ დამძახებელი, როგორც მშიშარა, კომპლექსიან, ვერშემდგარ, დაპროგრამებულ თანამდებობის პირებს სჩვევიათ, ისევ ცალ კარში ჩამოდგები ხვალ.
თუ არ გეშინია ხალხმა პირდაპირ ეთერში გაიგოს, რომ ეგ რუსული კანონი არც FARA-ა, არც ფრანგული, არც კანადური, არც ავსტრალიური, არც ბრიტანული, გელოდები.
კომენტარები