• რეკლამა
  • კონტაქტი
03:28, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ არ გავაჩერეთ ეს ურთიერთგანადგურების საშინელი წრე, საერთოდ არაფერს აზრი არ ექნება ამ ქვეყანაში – ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
13:44 12-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ერთ ჩემ მეგობარს, რომელიც გახარიასგან არის დაჩაგრული, ვუზიარებდი ჩემ ემოციებს და პირველი რაც თქვა, ღმერთმა დამიფაროს გახარია როდისმე ამ მდგომარეობაში ჩააგდონო – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშვილთა შეხვედრის შემდეგ მიღებულ ემოციებს გვიზიარებს.

„გუშინ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით და განცდებით გამოვედი. არა მასზე. მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო, დაცლილი აგრესიისგან, რეფლექსია წარსულზე და მომავალზე. თავი ძალიან კარგად ეჭირა. მაგრამ ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი. წამებაა, რაც მან გაიარა და არაადამიანური მოპყრობა. რადგან მეც გავდივარ შიმშილის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს და მან ჩემგან განსხვავებით დმაატებით უამრავი შეურაცხყოფა გამოიარა ზუსტად ვიგრძენი მისი მდგომარეობა. ძალიან რთულია ეს პროცესი. ორგანიზმის გამოღვიძება ბევრად უფრო რთულია. ასე არაა დაიაზიანე, მორჩი და აღდგა. ხოდა დავითრგუნე იმისგან, რომ წარმოვიდგინე რამხელა უფსკრულია ხალხის აღქმასა და რეალობას შორის. რეალურად მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა პირველ რიგში არის იმათი შეურაცხყოფა, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა და სამართალს ეძებს. ვისაც ძალადობა აწუხებს და მის მიმართ მსგავს ძალადობას და ამ ძალადობის კვალს თვალებში ჩახედავს, შეუძლებელია ყველაზე მეტად არ შეწუხდეს. მათი შეურაცხყოფაა ეს პირველ რიგში. სმაართლიანობის ამ სტანდარტის დამკვიდრება, შურისძიების სამართლიანობად გასაღება ანგრევს და დაანგრევს ჩვენ საზოგადოებას. თან ეს სახლემწიფოს დონეზე ხდება. უმძიმესი ტვირთია ჩვენი სინდისისთვის ის, რაც მის თავს ხდება. ერთ ჩემ მეგობარს, რომელიც გახარიასგან არის დაჩაგრული, ვუზიარებდი ჩემ ემოციებს და პირველი რაც თქვა, ღმერთმა დამიფაროს გახარია როდისმე ამ მდგომარეობაში ჩააგდონო. მეც ზუსტად ეს წარმოვიდგინე, ვთქვათ ღარიბაშვილი ან ბიძინა ვნახო ასე უფლება გათელილი, გული გამისკდება და თავს ვერ ვაპატიებ. თუ არ გავაჩერეთ ეს ურთიერთგანადგურების საშინელი წრე, თუ არ დავნერგეთ სამართლიანობის სტანდარტი, სადაც პასუხისმგებლობა სამართალს და არა შურისძიებას ეფუძნება, საერთოდ არაფერს აზრი არ ექნება ამ ქვეყანაში. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ მშვიდად შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას. 30 წლის თავზე, იმ უბედურებების მერე, რაც გამოვიარეთ თუ ამ წერტილის საფრთხეს ვერ აღვიქვამთ კიდევ 30 და მეტი უბედურებაში ვიცხოვრებთ. მე მაინც მჯერა, რომ ეს ასე არ დარჩება და რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწევთ. მე ზუსტად ვიცი ამისთვის ენერგიას არ დავიშურებ“ – წერს ელენე ხოიშტარია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved