• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ამერიკამ ეს გარანტია მისცა უკრაინას, მაშინ უკრაინელებს თავი ქუდში ექნებათ, მეტიც, “რკინის მუზარადში” – ლევან ჯავახიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:09 12-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,429

ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:

ბევრი იკითხავს, მარტო ამერიკამ როგორ უნდა მისცეს უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის უსაფრთხოების გარანტიაო?
როგორიც ტაივანს მისცა ამერიკამ, ზუსტად ისე. ტაივანის დაცვა ამერიკამ აიღო საკუთარ თავზე. ტაივანზე თავდასხმა ნიშნავს ამერიკაზე თავდასხმას და ამერიკამ აიღო ვალდებულება, თუ ტაივანს სამხედრო საფრთხე შეექმნება, მყისვე ჩაერიოს ომში თუ სამხედრო კონფლიქტში და დაიცვას ამ ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს კანონი 1949 წელს, ამერიკის კონგრესმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, ეს კანონი ამოქმედდება და პრეზიდენტი ვალდებული იქნება, ამერიკის არმია გაგზავნოს ტაივანის დასაცავად.
ნატო რაღა შუაშიაო?-მაგასაც იკითხავენ. ამერიკა ნატო-ს წევრია და თუ ამერიკა ომში ჩაერთო ნებისმიერ ქვეყანასთან, მაშინ ამოქმედდება ნატო-ს მე-5 მუხლი და წევრი სახელმწიფოები ამერიკის მხარეს იბრძოლებენ. ფაქტიურად, ეს ნატო-ს მე-5 მუხლის დონეზე მიღებული უსაფრთხოების გარანტია იქნება უკრაინისთვის-არ იქნება ნატო-ს წევრი, მაგრამ მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს.
აბა, იმხელა ჩინეთი, იმ პატარა ტაივანს ვერაფერს რომ ვერ უბედავს, ბუზს რომ ვერ უფრენს, მარტო ამერიკისა კი არ ეშინია? ჩინეთს იმისი ეშინია, ტაივანს თუ თავს დაესხა, ეს ჯაჭვური პრინციპი არ ამოქმედდეს და ნატო-ს არ დაეჯახოს. კი, პირველ რიგში მაგისი ეშინია. ჩინეთი უფრთხის ნატო-ს და რაღაც არა მგონია, ამხელა, 4 წლიან ომში გასავათებულ რუსეთს, თუნდაც 20 წლის მერე ნატო-სთან ომის თავი ჰქონდეს.
თუ ამერიკამ ეს გარანტია მისცა უკრაინას, მაშინ უკრაინელებს თავი ქუდში ექნებათ, მეტიც, “რკინის მუზარადში”.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამერიკამ გამოთქვას მზაობა უკრაინას მისცეს ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved