• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ამბობ, რომ გინდა ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა, ამის თქმა არ შეგიძლია, რომ ჩვენი გუნდი ითამაშებს 15 კაცით, შენ ითამაშებ შვიდით…” – ო’ბრაინი

ალია ავტორი - ალია
20:08 05-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი რუსულ კანონზე და სანქციებზე საუბრობს მედიასთან.

“გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს… ასევე გასაგებია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა”, – ამბობს ო’ბრაიენი ჟურნალისტთან.

როგორც ო’ბრაიენი ამბობს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სტიგმატიზაციისკენ მიმართული კანონი, ძალადობა მოქალაქეებზე პარტნიორებს უჩენს კითხვას – “დაინტერესებულია თუ არა დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლისკენ”.

თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი რამეებით, მაგალითად, სადაც თქვენი შვილები სკოლაში დადიან, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამბობს ო’ბრაიენი.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამბობს, აშშ მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა საქართველოს ნაბიჯები საპირისპიროა, შესაბამისად, პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკა “ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ იცვლება.

მე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავის თავს დაუსახა და ვენეციის კომისია, მაშასადამე, ევროპის ორგანო, რომელიც კომენტარს აკეთებს ამ კანონებზე, ამ კვირაში გამოვიდა ძალიან მტკიცე მოსაზრებით, იგივე აზრის გამოთქმით. ეს საკითხი ეხება იმას, უნდა თუ არა საქართველოს მთავრობის ლიდერებს შეცვალონ პოლიტიკა, ისე როგორც ეს საჭიროა ევროპულ და ატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის და არა იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა შეიცვლება,“ – ამბობს ო’ბრაიენი.

კითხვაზე არის თუ არა ეს იძულება, ო’ბრაიენი ამბობს, რომ არ არის და განმარტავს მიზეზს და მაგალითად ფეხბურთის მატჩში მონაწილეობის სურვილი მოჰყავს – “თუ ამბობ, რომ გინდა ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა, ამის თქმა არ შეგიძლია, რომ ჩვენი გუნდი ითამაშებს 15 კაცით, შენ ითამაშებ შვიდით, ან ჩვენ ვითამაშებთ დამატებითი ბურთით. თქვენ თამაშობთ იმ კლუბის წესებით, რომელშიც ცდილობთ გაწევრიანდეთ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved