• რეკლამა
  • კონტაქტი
12:11, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცრუობს ქალბატონი ელჩი, რატომ უნდა დავიჯეროთ მისი დანარჩენი სიმართლე ? – ქართველ;იშვილი

ალია ავტორი - ალია
15:14 07-28-2022
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
416
ექსპერტი დავით ქართველიშვილი, კელი დეგნანის ივანიშვილისადმი პასუხს განიხილავს და წერს: 
“დავუბრუნდეთ ქალბატონ კელი დეგნანის ვრცელ ინტერვიუს, მიცემულს ჟურნალისტისთვის, რომლის პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში, დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე – მე დიდი ეჭვი შემაქვს:
– საქართველოს მოსახლეობა გადაღლილია პოლარიზებით
– ხელისუფლება ოპონენტებზე თავდასხმის მაგივრად, დაკავებული უნდა იყოს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის შემცირებით, გაზრდილი ფასებითა და განათლების პრობლემებით
– პოლარიზებულმა მხარეებმა, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების ჩართულობით, დისკუსიებისა და კომპრომისების გზით უნდა მიაღწიონ ერთობას
– ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამჭვირვალე მექანიზმების ჩამოყალიბება
– ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სასამართლო რეფორმის გზით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც აღასრულებს კანონს პოლიტიკური ჩარევის გარეშე
– 21 მარტის შეხვედრა, როგორც
ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად
– 21 მარტის შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას
– აშშ არ იყენებს თავის პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაუკისრებია სანქცია
– აშშ-ს საელჩო არ ერევა საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ აქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც
– აშშ-ს საელჩო მუშაობს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ტრაგიკული კონფლიქტი არ გავრცელდეს საქართველოზე და რომელიმე სხვა ქვეყანაზე
 – აშშ-ს პარტნიორობა თავისი არსით არის პარტნიორობა საქართველოს მოქალაქეებთან და ის ყოველთვის იყო ორმხრივი პარტნიორობა ხალხთან
– რა უთანხმოებაც არ უნდა არსებობდეს უკრაინელ და ქართველ პოლიტიკოსებს შორის, ის უნდა მოგვარდეს მედიის გარეთ, თანაგრძნობისა და იმ კრიზისის გააზრებით, რაც დღეს უკრაინაშია
– აშშ-ს ქართველი პარტნიორები ამერიკელებთან ერთად მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის
ეს არის მოკლე ამონარიდი ვრცელი ინტერვიუდან, რომელმაც გარკვეულ შეკითხვებს თითქოს გასცა პასუხი, მაგრამ ამავდროულად დაბადა ახალი:
– რამ განაპირობა ამ ფართო პოლიტიკური სპექტრის მქონე “პალიტრის” სასწრაფო განხილვა ადამიანთან, რომელმაც ღიად განაცხადა: “მე პოლიტიკიდან წავედი” – და ამის შესახებ მშვენივრად იყო ინფორმირებული ქალბატონი ელჩი
– რამ განაპირობა ამ “უწყინარი” შეხვედრის ფაქტის შესახებ ორაზროვანი თავდაპირველი რეაგირება თუ დუმილი
– რატომ არის ქალბატონი ელჩის ზოგიერთი გაუგებარი პასუხი, აცდენილი იმ საერთაშორისო უმაღლეს საინდიკაციო შეფასებებს, რომლებიც ეხება იგივე კორუფციას ან მართლმსაჯულების სისტემას
– რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე – ცრუობს და ცილს სწამს აშშ-ს საელჩოს
? თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცრუობს ქალბატონი ელჩი, რატომ უნდა დავიჯეროთ მისი დანარჩენი სიმართლე…”
თეგები: დავით ქართველიშვილიკელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved