• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ახლა უმძიმესი კრიზისის დროს შესაძლებელი იყო ფინანსების გამოყოფა ონკოლოგიური პაციენტებისთვის რატომ არ გაკეთდა ეს აქამდე?! რამდენ სიცოცხლეს გადავარჩენდით?! – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
16:15 08-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ონკოლოგიური დაავადებების დაფინანსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთი წელია ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სამედეცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად  დღე და ღამე მუშაობდა და პირველ შედეგზეც გავიდა, თუმცა მიაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის საჭიროა ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი ქვეყნის მასშტაბით. ვაშაძისთვის გაურკვეველია თუ რატომ არ მიიღოი სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება ადრეულ ეტაპზე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მადლობას უხდის ყველა ექიმს, სამედიცინო დარგის სპეციალისტს და  აბსოლიტურად ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“კამპანიაში.

„ ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლებამ, როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა სრულად დაფინანსდება. ჩვენ დეტალები არ ვიცით, მაგრამ დეტალურ მონიტორინგს გავაკეთებთ. მთავარი კითხვა, რაც ისმის ჩვენგან- თუ ახლა შესაძლებელი იყო უმძიმესი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს გამონახულიყო ფინანსები ონკოლოგიური დაავადებების სრულად დაფინანსებისთვის, ეს რატომ არ გაკეთდა აქამდე?. თითქმის ერთი წელია ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სამედეცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად სწორედ ამაზე ვსაუბრობ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ დღე და ღამე. სამწუხაროდ  რამდენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა იქნებოდა შესაძლებელი და რაც მთავარია რამდენი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, რომ ეს მართლაც დროულად განხორციელებულიყო.მე მინდა  დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ექიმს, სამედიცინო დარგის სპეციალისტს, აბსოლიტურად ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ჩვენს კამპანიაში იმ დიდი საქმისთვის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ. რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია- მე მინდა  დიდი მადლობა ვუთხრა ათასობით ადამიანს, რომელმაც  ხელი მოაწერა პეტიციას და ეს მოთხოვნა გაუშვა მთავრობისკენ. ჩვენ პირველ შედეგზე გავედით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ აკეთებთ, გააკეთეთ სრულად! ონკოლოგიის მართვის ცენტრთან ერთად ჩვენ მოგეცით დეტალური  სტრატეგია ონკოლოგიურ დავაადებებზე მკურნალობის მართვის ქვეყანაში, რაც მთავარი არის ადრეული დიაგნოსტიკა, ადრეული დიაგნოსტიკა და კიდევ ერთხელ ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩაუშვით ეს პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად იმისათვის, რომ  კიდევ მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ  და  დროულად გამოვავლინოთ დაავდებები“ – გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved