• რეკლამა
  • კონტაქტი
22:31, კვირა, 10 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ აღარ ეხმარებიან უკრაინას, მაშინ რატომ შფოთავს რუსეთი?.. ზელენსკი ამერიკას ვერ გადაახტება, გულით რომ სურდეს…“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
22:52 08-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,410

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, თურქეთში  გამართული სამშვიდობო შეხვედრიდან, ბევრი ელოდა, რომ უკრაინა და რუსეთი საზავო ხელშეკრულების წინაპირობებზე მაინც შეთანხმდებოდნენ. მოლაპარაკებას არანირი შედეგი არ მოჰყოლია.  უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ განაცხადა, ვიდრე რუსეთი ჯარს არ გაიყვანს უკრაინიდან, მანამდე ჩვენის მხრიდან ზავზე ლაპარაკი არ იქნებაო.  ამას ზელენსკი ამერიკის მხარდაჭერის გარეშე იტყოდა?

– ზელენსკი ამერიკისა და სხვა ქვეყნებისგან ელოდება შეიარაღების ახალ პარტიას. მოლაპარაკების დაწყებამდე უკვე იცოდა, რომ ამერიკა ამზდებდა  775 მილიონიან სამხედრო დახმარებას. აგვისტოს ბოლომდე ამას მიიღებს უკრაინა. გარდა მაგისა, სერიოზული სამხედრო დახმარება გაუწიეს  ნატო-ს ქვეყნებმა. ადრე, რამშტაინის ფორმატის მერე,  უკრაინის იარაღით დახმარებას წინასწარ აანონსებდნენ, რა სახის იარაღს აძლევდნენ, ყველა ღიად აცხადებდა. ბოლო პერიოდში კი სამხედრო  დახმარებებზე განცხადებები არ კეთდება. ზოგი ფიქრობს, რომ უკრაინას სამხედრო  დახმარებას აღარ უწევს დასავლეთი. ამ დროს რუსეთი გაღიზიანებულია, პანიკაშია  და აცხადებს, რომ დასავლეთი ფარულად აწვდის კიევს იარაღს. თუ აღარ ეხმარებიან უკრაინას, მაშინ რატომ შფოთავს რუსეთი? ე.ი.დასავლეთი აწვდის იარაღს და ამას ხმამაღლა აღარ  აცხადებს. ამავეს  აცხადებენ ამერიკელი და ევროპელი სამხედრო გენერლები, ნატო-ს სამხედრო შტაბის ყოფილი წევრები. ისინი ამბობენ, რომ ეს ტაქტიკა უკეთესია. ჯერ ერთი, რა სახის იარაღს აწვდიან უკრაინას, ამის გარკვევა რუსეთის სამხედრო დაზვერვას მოუწევს და ამას სერიოზული რესურსები დასჭირდება. მით უმეტეს, მტრის ზურგში, დასავლეთ უკრაინაში, სადაც რუსულ სპეცამსახურებს არც თუ კრგად აქვთ საქმე.  მეორეც, რუსეთის დაზვერვა  უკრაინაში შეტანილი ყველა სახის იარაღზე ვერ მოიპოვებს ინფორმაციას, ეს გამორიცხულია. ბევრის არსებობის შესახებ მაშინ გაიგებს, როდესაც მას  უკრაინა ბრძოლის ველზე გამოიყენებს. გარდა მაგისა, უკრაინიდან უკვე შეუფერხებლად გადის ხორბალი დასავლეთში და ამერიკა და თურქეთი აქტიურად არიან  ჩართული ამ პროცესში, უკვე 35 გემი გავიდა. გაყიდული ხორბალი ფულია უკრინისთვის.  ეს პრობლემაც მოგვარდა. უკრაინას ამ ეტაპზე ისე არ აქვს საქმე, რომ რუსეთის მოთხოვნებს დათანხმდეს. რუსეთს უნდა, რასაც ფლობს, ის ტერიტორიები დარჩეს და ზავი ისე დაიდოს – დონბასის რეგიონი, მარიუპოლი და ხერსონი. ასევე, აღმოსავლეთ უკრაინის პატარა ქალქები და დასახლებები, რომლებიც დაიკავა. უკრაინა იძახის, რომ ზავს მხოლოდ მაშინ დადებს, თუ  24 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება რუსეთი, როდესაც მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მოზრდილ, მაგრამ მაინც ნაწილს აკონტროლებდა. ახლა უფრო მეტ ტერიტორიას აკონტროლებს დონბასში. არც ერთი მხარე არ დათანხმდება მეორის მოთხოვნას და შესაბამისად, ვერც ვერანაირი შეთანხმება  შედგა. მერე, ზელენსკი საზავო პირობებს რომ დათანხმებოდა, ეგრევე იმპიჩმენტს მოუწყობდნენ. ეტყოდნენ, თუ ზავის დადება გინდოდა, აპრილში დაგედო, სტამბოლში, იმის მერე უამრავი ხალხი დაიხოცა და არაერთი ქალქი განადგურდაო.  შეიძლება ითქვას, ზელენსკის ბოლომდე ბრძოლის გარდა, სხვა გზა არც აქვს. თუმცა, მეც  ვფიქრობ, ეს  ამერიკის გარეშე  მაინც  არ მოხდებოდა. ზელენსკი ამერიკას ვერ გადაახტება, გულით რომ სურდეს, მაგრამ ამაზე ღიად არ ლაპარაკობენ გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები და ექსპერტები. უკრაინის პირველი, ყველაზე მსხვილი სპონსორი ამერიკაა. ერთის მხრივ, ლოგიკურიც არის ზელენსკის პოზიცია. უკრაინის გენერლიტეტი და პოლიტიკოსები,  უკვე  თვეზე მეტია, სერიოზული კონტრშტევის დაწყებას აპირებენ და დაიწყებენ კიდეც. პირველ რიგში ხერსონის დაბრუნებას აპირებენ, ამ მიმართულებით  დიდი ბრძოლები იქნება. ახლა, ზელენსკი კონტრშეტევასა და ყველა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას აპირებს და გასაკვირიც იყო, ზავი დაედო რუსეთთან. მერე, რუსეთი პირდაპირ ზავს არ ითხოვდა, ცეცხლის შეწყვეტა უნდოდა.  2008 წელს, ჩვენთან ომის დროსაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას  მოაწერეს ხელი მედვედევმა და სააკაშვილმა, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით და რუსეთს დარჩა ყველა ის ტერიტორია, რასაც ფლობდა. არც არაფრის დათმობას აპირებს. ამ ცეცხლის შეწყვეტის მერე, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. იმავეს უპირებს ხერსონს. ერთის მხრივ, ახლა  უკრაინისთვის არახელსაყრელი ვითარებაა, მეორეს მხრივ პერსპექტიული-ახალი სახეობის  იარაღს ელოდება და კონტრშეტევას აპირებს. არ დაადგა საშველი, ამერიკისგან  სარაკეტო სისტემების „ჰაიმერსების“ და მისი ჭურვების  გადაცემას, რომლებიც 300 კილომეტრზე და უფრო შორს ანადგურებენ სამიზნეს. ამბობენ, რომ აგვისტოს ბოლოს გადასცემენ უკრაინას. თუმცა, ამერიკელი და ევროპელი სამხედრო ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ ეს შეიარაღება უკვე უკრაინაშია. არ გამიკვირდება, ასეც იყოს. კი, ამერიკა შეპირდა რუსეთს, „ჰაიმერსებს“ არ მივცემ უკრაინას,  არც ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ქალაქები ჩვენი იარაღით დაბომბოს უკრაინამო, მაგრამ ომში შეპირებულს ხშირად არ ასრულებენ. უკრაინამ რამდენჯერმე დაბომბა მოსაზღვრე რუსული ქალაქი ბელგოროდი და ეს ნატო-ს მიცემული იარაღით გააკეთა. მე მგონია, ამერიკელებს უკვე ფეხებზე ჰკიდიათ, უკრაინა დაბომბავს თუ არა რუსეთის ქალაქებს „ჰაიმერსებით“. ამ ფონზე, ყველამ მიივიწყა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნები. ორი მთვარი კანდიდატი გამოიკვეთა – ინდუსი რიში სუნაკი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლიზ სტარსი. ადრეც გითხრი, სტარსი უკრაინის მხარდამჭერი და ანტირუსია, ბორის ჯონსონზე ნაკლები არ არის მაგ მხრივ. სუნაკი მილიარდერის შვილია და მამამისი პუტინისა და მისი გარემოცვის რამდენიმე წევრის მეგობრად ითვლება. არა მგონია, ბრიტანელებმა ლორდთა ქვეყანაში ინდუსი აირჩიონ პრემიერად. კი, ეს ტოლერანტობა გასაგებია, მაგრამ ისევ ლიზ სტარსს ამჯობინებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის მერი, სადიქ ხანი  პაკისტანელია და ისიც არჩეულია, თან მეორე ვადით. მოკლედ, თუ სტარსი გახდა პრემიერი, უკრაინას ბრიტანეთი ყველა სახის დახმარებას განუახლებს და რუსეთის საქმე სახარბიელოდ ნამდვილად არ იქნება. სადიკ ხანი თუ  აირჩიეს, ბრიტანეთის ხელისუფლებაში ბევრი რამ გადაფასდება, ალბათ, ბრიტანეთი ახალ პოლიტიკას შეიმუშვებს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ და არა მგონია, ეს უკვე უკრაინისთვის იყოს სახარბიელო. ომის მიმდინარეობა და ამ არჩევნებზე დიდად იქნება დამოკიდებული.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved