• რეკლამა
  • კონტაქტი
14:00, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ 48 მილიონის საქმეზე გამოძიებას 7 წელს ანდომებ, სხვა საქმეებს 2024 წლის არჩევნების წინ გახსნი?”

ალია ავტორი - ალია
15:54 02-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი:

“დამნაშავეების დასჯას, სააკაშვილის ჩათვლით, ჩვენ ვითხოვთ არა 2012 წლიდან, არამედ ჯერ კიდევ 2005 წლიდან. ყველა დამეთანხმება, რომ ამ მოთხოვნაში ჩვენ ვიყავით და ვართ თანმიმდევრულები.

რატომ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას? ეს შურისძიებაა? რა თქმა უნდა, არა! დამნაშავეების დასჯას და ფუნდამენტურ გამოძიებას, პირველ რიგში, იმიტომ ვითხოვთ, რომ დამნაშავეების დაუსჯელობა ახალი თაობისთვის ნიშნავს ცუდ, ძალიან ცუდ მაგალითს: შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და მერე ბედნიერად იცხოვრო. მეტიც, პოლიტიკურ ასპარზზე შემოიჭრა და გვასწავლო, რა არის ცუდი და რა არის კარგი. ამავე კონტექსტში განვიხილავთ უგულავას საკითხს.

და არა მარტო უგულავას საკითხს.

სხვა თემაა, რომ 7 წლის მანძილზე “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს, მოცემულობას და სიტუაციას ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება, რატომ მაინც და მაინც დღეს და არა 6 თვის წინ ან 3 თვის შემდეგ? ეს აუხსნელობა რომ არა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არც და ვერც იქნებოდა. იგივე უგულავას საქმე ძიებაშია ჯერ კიდევ 2013 წლიდან. ასეთი სტანდარტული, არართული საქმის გამოძიებას და მართლმსაჯულების შედეგს მაინც და მაინც 2020 წლის თებერვლამდე მოღწევა რატომ დაჭირდა? თუ ბიუჯეტიდან 48 მილიონის წაღების თემაზე გამოძიებას 7 წელს ანდომებ, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებ, 2024 წლის არჩევნების წინ? ამ დროისთვის ან შენ სად იქნები და ან ქვეყანა რა ვითარებაში იქნება?

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო 7 წლის მანძილზე “ქართული ოცნების” მხრიდან ბევრჯერ გვინახავს სწორედ დროსა და კონტექსტს მოწყვეტილი ნაბიჯები, თუ გადაწყვეტილებანი. მაგალითად, წინასარჩევნოდ ნაცმოძრაობის ორივე ფრთაზე სიტყვიერი შეტევა, “ფაშისტებო”-ს ძახილი და მერე რეზოლუციის ჩადგება, რომელიც სისტემური დანაშაულებების გამოძიებას და კონკრეტული დამნაშავეების დასჯას გულისხმობს. სხვა მაგალითებიც მრავლადაა. გონიერი ადამიანი ლოგიკას ეძებს, მაგრამ რეალობა გვაჩვენებს, რომ არანაირ ლოგიკას ეს ნაბიჯები არ ექვემდებარება, ამიტომ არც მე მინდა ფუჭი ანალიზით დავიკავო გონება და არც თქვენ დაგაკარგინებთ დროს.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის თემაზე (ელჩების თანამონაწილეობით) მიმდინარე მოლაპარაკებათა ფორმატს. ჩვენი პოზიცია ცნობილია დიალოგში ჩართული ელჩებისთვის. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებები მისაყვანია ბოლომდე და რესურსიც არაა ამოწურული, ამიტომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებდით და ვიმოქმედებთ. ამ თემაზე აუცილებლად შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს”

წყარო – თაიმერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved