• რეკლამა
  • კონტაქტი
20:30, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თსუ-თან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია… კაცურად ეთქვა, რა დროს კონცერტიაო და… ათასჯერ გაგვიუქმებია” – “ჭოხოები”

ალია ავტორი - ალია
03:50 06-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,259

“ჭოხოები“ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებენ:

მოგესალმებით,
ზოგადად აქტიურობით, პოსტებით და მოწოდებებით არ გამოვირჩევით, თუმცა გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ.
პირველ რიგში ყველას ბიჭებს, ვინც არიან დღეს პატიმრობაში ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ესე იყო ყოველთვის და ესეა დღესაც!
მეორე, ჩვენ ქართული- ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს.

ასევე, სოც.ქსელებში და მსგავს პლატფორმებზე პოლიტიკურ ამბებში გარევას ყოველთვის ვერიდებოდით, რადგან საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ, თუმცა ქმედებით ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს გულიდან წამოსულ სიტყვას აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრის დაფიქსირებით საზოგადოებაში.
ადრეც ჩაგვიტარებია კონცერტი არაერთ უნივერსიტეტში და მათ შორის თსუშიც. რაც შეეხება გუშინდელ დღეს ერთ-ერთი რიგითი კონცერტი დაიგეგმა სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირდებით და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ვვარაუდობთ, იქ მყოფმა ადმიანებმაც არ იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ რადგან კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა.
თსუს თვითმართველობასთან ჩვენი ურთიერთიბა დასრულებულია და
თსუში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც.
კონცერტის ბოლოსკენ იყო ის ამბავი ბიჭი რომ ამოხტა და ვერავინ ჩვენით დაწყებული ბენდით დამთავრებული ვერ გაიგო რა უნდოდა, არაფერი ისმოდა და ამიტომ გავაცილეთ სცენიდან. მიკროფონი კიდევ ჩვენს კონცერტზე ყველასია და ვინც ყოფილა იცის რომ მიკროფონი სულ ჩამოტარებითაა ხოლმე, თუმცა შესაბამისი ფორმაა საჭირო.
ერთი რაღაცაც ვერ გავიგეთ, სცენასთან ვიდექით 2 საათი კონცერტის დაწყებამდე, თუ სიკეთით მოსული ადამიანი იყო მანამდე მოსულიყო კაცურად და ეთქვა ბიჭებო აქციაა რა დროს კონცერტიაო და გავუგებდით, ათასჯერ გაგვიუქმებია მსგავსად კონცერტი, მაგრამ ალბათ რეიტინგი არ დაიწერებოდა, საწყენია.
“სირცხვილიას” გოგოებს რაც შეეხებათ, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით ეგ უფრო დიდი სირცხვილია ჩემო კარგებო.
ჩვენს პატარა და დიდგულა საქართველოს დიდება,მშვიდობა და ერთიანობა, რაც ყველაზე მეტად გვაკლია!
ჩვენს საყვარელ ქართველებს კი ერთს ვურჩევთ, კაცი წაბორძიკებული არაა ჩაწიხვლას რომ იწყებთ, ერთის საშველად მეორეს წიხლავთ. არამგონია კარგი მიდგომა იყოს ან რომელიმე გაგებით გამართლებული!
და ბოლოს, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს, სანამ ერთად ვართ ყველაფერი მაგრად იქნება და ყველაფერი გაივლის!!
პ.ს კიდევ გვინდოდა რაღაცეების დაწერა, ზრდილობა და აღზრდა არ გვაძლევს საშუალებას.
მადლობა ყურადღებისთვის,
გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები“ .

გუშინ, მათე დევიძის მსჯავრის საპროტესტო აქციის პარალელურად, თსუ-ს მე-2 კორპუსში “ჭოხოების“ კონცერტი მიმდინარეობდა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved