• რეკლამა
  • კონტაქტი
21:05, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თსუ 104 წლისაა

ალია ავტორი - ალია
10:43 02-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 104-ე წლისთავს  ეპიდვითარების შესაბამისი ფორმატით აღნიშნავს.

უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყობა უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ექსპოზიციაში განთავსდება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომელიც ასახავს საქართველოში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებისა და შედგომი განვითარების საინტერესო ინფორმაციას.

უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით, თსუ მუზეუმმა განაახლებს არქეოლოგიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზს. მნახველისთვის გამოიფინება ფონდებში დაცული ექსპონატები, ლაბორატორიულად დამუშავებული და კონსერვირებული არქეოლოგიური მასალა, ასევე, თსუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მიერ ბოლოდროინდელ არქეოლოგიულ ექსპედიციებში აღმოჩენილი არტეფაქტები.

ონლაინ სივრცეში იქნება წარმოდგენილი უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისათვის თსუ ბიბლიოთეკის თაოსნობით გამოცემული ორი ახალი წიგნი: „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“( II ტომი) და აკაკი ჩხენკელის დღიურები – წიგნი პირველი (1918-1921).

წიგნი „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ ორი ტომისგან შედგება და ასახავს 1920 წელს ევროპელი სოციალ-დემოკრატების და მუშათა მოძრაობის ლიდერების ჩამოსვლას საქართველოში. პირველი ტომი ევროპელი დელეგატების ვიზიტს ეხება. მეორე ტომში წარმოდგენილია დელეგატების მიერ საქართველოს შესახებ ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები, რომელიც ემილ ვანდერველდეს ინსტიტუტის დახმარებით გადმოეცა უნივერსიტეტს.

ასევე ონლაინ სივრცეში განთავსდება წიგნი „აკაკი ჩხენკელის დღიურები,“  რომლის პირველ წიგნში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, დიპლომატის, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის აკაკი ჩხენკელის მემორიალური მემკვიდრეობის 2 რვეული. ამ ნაწილში აღწერილია 1918 წლის შემოდგომიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამდე.  ყოველდღიური და პოლიტიკური მოვლენები. მეტი სიცხადისათვის დღიურს თან ერთვის კომენტარები, რაც მკითხველს გაუადვილებს პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ მისთვის უცნობი პიროვნებებისა თუ მოვლენების აღქმას.

წიგნებთან ერთად ონლაინ სივრცეში განთავსდება  ევროპელი სოციალისტების დელეგაციის ვიზიტის ამსახველი ფოტოები და ფოტო-გამოფენა აკაკი და კიტა ჩხენკელების პირადი არქივიდან, რომელიც თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება და რექტორის, გიორგი შარვაშიძის ინიციატივით გადმოეცა უნივერსიტეტს.

თსუ-ში გამოფენებზე დაცული იქნება  კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved