• რეკლამა
  • კონტაქტი
10:34, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თრევა, რტყმა, ჯაჯგური, ტირილი, ღრიალი, დანდობა არ იყო… გავიღვიძე დღეს და მხოლოდ… ფქვილი” – მარიამ დოლიძე

ალია ავტორი - ალია
16:07 03-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
436

გუშინდელი აქციის ‘არა რუსეთს” ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ დოლიძე, წერს:

 

“გუშინ დილიდან იმდენი ვინერვიულე, ვაი და არავის მოეწონოს, არადა რაღაც ქმედებას ითხოვს ხალხი. ხალხი კი არა, მეც მინდა რაღაცა გავიქნიო და კედელს შემოვალეწო, გამწარებული ვარ! შეურაცხყოფილი ვარ! დამცირებული ვარ და ამ ქვეშაჯვიების ბუდეს ერთი უწყინარი ტუალეტის ქაღალდის სროლაც აღარ ეკუთვნის-მეთქი? ხალხი კვდება იქ, ბავშვი მობლადუნობდა მარტო…

წავედი საყიდლად, გზაში ვფიქრობ, არ ვიყიდი იაფიანს, ის რუსული თემატური კია, მაგრამ ქვასავით მძიმეა და პოლიციელს არ გაარტყას ვინმემ შემთხვევით, ისევ რბილი ჯობია-მეთქი. თან ლამაზი იქნება ლენტივით რო გაიშლება… კი, ლამაზიც უნდა იყოს და ესთეტიურიც, – ასეთ აქტივიზმს მთხოვს ერი და უნდა მოვაწონო თან თავი ამ ხალხს, თორე მეორე დღეს ისევ ჩემებმა რომ დამიწყონ ლანძღვა ამის გამო, უნდა ავტირდე სიმწრისგან. ამასთან გასამკლავებლად აღარ მეყოფა ნერვები.

ვიყიდე…ძვირიანი, თეთრი, ქათქათა… კმაყოფილი ვარ.

აქციაზეც ვიყოყმანეთ, ბევრი ვიფიქრეთ, ვინც გამომართვა, ყველა გავაფრთხილე, შორს ისროლეთ, პოლიციელზე არ მოგიხვდეს შემთხვევით-მეთქი. წინასწარ რუპორში გამოცხადებაც არ დაგვვიწყებია, რომ ყოველი გაქნეული ხელი მთავრობას მიემართება კონკრეტულად.

გამოვიდა! ლამაზიც, ესთეტიურიც და არც არავის მოხვედრია ცუდად. იქვე ვიზეიმეთ ყვეეელამ. თითო მოქნეულმა ხელმა უფრო მეტი თქვა თითქოს, ვიდრე წინა დღეებში ნაყვირმა სიტყვებმა.

ამის შემდეგ კიდევ 40 წუთი ვიდექით მშვიდად: ვლაპარაკობდით, ფოტოებს ვნახულობდით, ფოტოგრაფები წუწუნებდნენ კადრში ვერ გამოჩნდა ეგეთი კარგიო, მერე ის უზარმაზარი დროშაც დავკეცეთ, რუპორშივე დავიძახეთ, რომ დაშლის დრო იყო და ყველა შეთანხმებულად დავიძარით ადგილიდან მშვიდად.

თუმცა ეს 40 წუთი სხვამ უფრო ”ნაყოფიერად” გამოიყენა, სია შედგენილი იყო: მაქარაშვილი, რუხაძე, ბერძენიშვილი, მჟავანაძე და ვინც მათ დაკავებაში ხელს შეგიშლით…ქალები დაიკიდეთ. 8 მარტია თან.

სწორედ ამ თანმიმდევრობით დაგვესხნენ თავს…ზურგში!

თრევა, ფოფხვა, რტყმა, ჯაჯგური, კივილი, ტირილი, ღრიალი, დანდობა არ იყო, ვიღაცა წააქციეს, ვიღაცას ხელებს უგრეხდნენ, ვიღაცას იდაყვი ჩაარტყეს და გული ერევა…და გარშემო ყველგან, ყველასგან ერთი და იგივე კითხვა: ”რატომ?” ჩახედეთ ვიდეოებს, ყველა წამოძახილი ასე იწყება…

რომ გგონია, რომ მორჩა. გაჩერდნენ. არა! სადღაც ვიღაცას გიენებივით არტყამენ წრეს და იწყება იგივე. საათები გავიარეთ ამაში და ამის შემდეგ გაიფრქვა ფქვილი.

გავიღვიძე დღეს და მთელი ისტორიიდან, მთელი ჩვენი ნერვიულობიდან, ტირილიდან, პოლიციელებთან მუდარებიდან…

მხოლოდ

ფქვილი.”

 

 

თეგები: არა რუსეთს!მარიამ დოლიძერუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved