• რეკლამა
  • კონტაქტი
17:58, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თრასი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეიძლება მოიხსნას მხოლოდ ჯარის სრულად გაყვანის შემდეგ

ალია ავტორი - ალია
17:03 03-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე გარკვეული ეკონომიკური სანქციები შეიძლება მოიხსნას.

ლიზ თრასის თქმით, სანქციები იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ რუსეთი ომის დამთავრებასთან ერთად, აიღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რომ მომავალში აღარ ჩაერთვება მსგავს აგრესიულ ქმედებებში.

“ეს სანქციები შეიძლება მოიხსნას მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის და ჯარების გაყვანის შემთხვევაში, ასევე ვალდებულების აღებით, რომ არ იქნება შემდგომი აგრესია.” – თქვა თრასმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს პრინციპულობა საბოლოო მშვიდობამდე და რუსეთს მოუწოდა, უფრო სერიოზულად მიუდგეს მოლაპარაკებებს.

გასულ კვირას ბრიტანეთმა 65 ახალი სანქცია დაუწესა რუსეთს. მათში გაერთიანდნენ რუსული ბანკები, რკინიგზისა და სამხედრო კონტრაქტორთა ვაგნერის ჯგუფი. ჯამში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან, ბრიტანეთმა სანქციები 1000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიას დაუწესა.

რუბლის გაუფასურებისა და 400-ზე მეტი კომპანიის რუსული ბაზრიდან გასვლის შემდეგ, ქვეყანა ფაქტობრივად დეფოლტის ზღვარზეა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთის, როგორც სახელმწიფოს “გაუქმების” მცდელობაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

13:42 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved