• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვეს, რომ თამარმა ბერას კომპიუტერში შეაღწია…” – რას წერს მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
13:20 08-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე Facebook-ზე წერს:

„ჯერ ახალგაზრდა, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის დაკავშირება სცადეს ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე წმინდას – ოჯახს, შვილს მიადგნენ… რა თქმა უნდა, უშედეგოდ – მალევე გაიშიფრნენ.

ახლა, ოღონდ იგივე გაიმეორონ და ასევე გარდაცვლილ ადამიანს, თამარ ბაჩალიაშვილს მიაყენეს მძიმე შეურაცხყოფა, – დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია…

სხვა მიზანი არასდროს ჰქონიათ. არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები. მიზანი – რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილია.

აქამდე არ ინდობდნენ ცოცხლებს და ათას საშინელებას აბრალებდნენ, ახლა უკვე გარდაცვლილებსაც აღარ ერიდებიან.

მორალურ სტანდარტებზე საუბარსაც თავი რომ დავანებოთ, ისეთ პრიმიტიულ ვერსიებს და სპეკულაციებს თავაზობენ ხალხს, რომ ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებასა და ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდნენ.

აბსოლუტურად ყველას ვალია, საზოგადოების, თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ჩვენი, ხელისუფლების, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვეების რისკები, ძალადობა, ქუჩის დანაშაულები და ა. შ. (მომხდარ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილი გამოძიება ჭირდება, რაც კეთდება კიდეც), მეორე მხრივ კი ტყუილი და სპეკულაცია, განსაკუთრებით ასეთ თემებზე, უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი და საზოგადოების უმწვავესი რეაქციით ფასდებოდეს“

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმემამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved