• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თქვენნაირი ხალხი მე ძალზედ სახიფათოდ მიმაჩნია ჩემი ქვეყნისთვის… ვერაგი და ბოღმა ბრძანდებით” – ირმა ინაშვილი გია მურღულიას

ალია ავტორი - ალია
01:03 03-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,395

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი გია მურღულიაზე:

,,უნდა ვაღიარო, რომ მაშინ, როდესაც ბევრი აღფრთოვანებული იყო ამ ბატონით, მისი თითქოსდა ცოდნითა და ერუდიციით, მე ის არასდროს მომწონდა, შინაგანად ყოველთვის რაღაცა მაბრკოლებდა. ამ საღამოს კი, თავად ბატონმა მურღულიამ გამცა პასუხი, რა იყო, თურმე, ჩემი დაბრკოლების მიზეზი.

გიორგი სააკაძის ძეგლი რატომ უნდა იდგეს ტექნიკური უნივერსიტეტის წინო, მართალია, მარტყოფით გადაგვარჩინა, მაგრამ ბაზალეთის ომიო?! და აშკარად დიდი უვიცობა და სიბნელე გამოავლინა, როდესაც საუბარი ბაზალეთის ეპიზოდზე დაიწყო. ბევრი კი წაუკითხავს, მაგრამ მთავარი ვერ გაუგია.ამდენ უვიცობას რომ აფრქვევს ბატონი მურღულია, უკვე ჩანს, ვინაა და რას წარმოადგენს.

გიორგი სააკაძემ ბევრჯერ გადაარჩინა თეიმურაზი, ბევრჯერ იხსნა და დაეხმარა. ბაზალეთის ომის მერე, თეიმურაზმა კვლავ შაჰის ხალათი ჩაიცვა და ქვეყანა კვლავ ირანს დაუმონა. გიორგი სააკაძე კი, გაეცალა საქართველოს, საქართველოსთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. მარტყოფსა და ბაზალეთს შორის განსახვავებას რომ ვერ ხედავს ეს ბატონი, ესაა საინტერესო და დამაფიქრებელი. მარტყოფში სააკაძემ სპარსეთის ჯარის ნახევარი გაანადგურა. ირანი ფეხზე ვეღარ დადგა. ამას თავად სპარსი ისტორიკოსები წერენ. მარაბდის ომიდან თეიმურაზი გაიქცა და ეს ომიც, ოღონდ პარტიზანული ბრძოლებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში სწორედ სააკაძემ მოიგო. თეიმურაზი კი, მთელი ეს სამი თვე იმალებოდა. ბაზალეთზე ქართველთა შორის ომი იყო… ეს სულ სხვა ომი იყო, თავისი შინაარსით და მასშტაბით. ვიმეორებ: სააკაძე გაეცალა ამ ომს. ქვეყანა არ დაზიანებულა. გარდა იმისა, რომ თეიმურაზმა კვლავ შაჰის ხალათი ჩაიცვა და ეს ომიც იმიტომ მოხდა, რომ თეიმურაზს შაჰის ხალათის ჩაცმა უნდოდა, რაც ბოლოს და ბოლოს გააკეთა კიდეც.

საუბრობდა რა სააკაძეზე, ბატონმა მურღულიამ ბრძანა: არა, კი არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ხომ უნდა დავსვათ ეს კითხვაო, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ხომ მაქვს კრიტიკული აზროვნების უფლებაო?! უფლებაც გაქვთ და თავისუფალიც ხართ, მაგრამ თქვენნაირი ხალხი მე ძალზედ სახიფათოდ მიმაჩნია ჩემი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, ვისთანაც თქვენ, სამწუხაროდ, შეხება გაქვთ. თან, დადებითი და მცოდნე კაცის იმიჯით სარგებლობთ და თან, ვერაგი და ბოღმა ბრძანდებით. გიორგი სააკაძის თავდადება ისტორიაში შესულია სამუდამოდ და შემდეგნაირად- სააკაძის თავდადებამ ჩვენ გადაგვარჩინა, როგორც ერი! საქართველო გადაარჩინა, როგორც საქართველო!!!!!!!!!!! რომ არა გიორგი სააკაძე, დღეს სპარსი იქნებოდით, ბატონო გია, სპარსი.

ახლა მეც მინდა დავსვა რამდნიმე კითხვა. ბატონ გიას ვარწმუნებ, მეც ვარ თავისუფალი ადამიანი და მეც ვსვამ კრიტიკულ შეკითხვებს. რა კაცი ხართ თქვენ: კარგი თუ ცუდი, მცოდნე თუ უვიცი, კეთილი თუ ბოროტი, თქვენ რა გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის სააკაძეზე მეტი? იქნებ უბრალოდ გშურთ მისი და გინდათ, რომ თქვენი ბიუსტი დადგან სააკაძის ძეგლის ადგილზე?! აუცილებლად გავაგრძელებ ამ კითხვების დასმას, საჯაროდ, ღიად… და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენნაირმა ვითომ კარგებმა, ვითომ მცოდნეებმა, ვითომ მოაზროვნეებმა და ვითომ კაცებმა სხვების კითხვებზე პასუხის გაცემა ისწავლონ.

და ერთიც: ჩემნაირების ბრძოლის შედეგია, დღეს რომ თავისუფლად საუბრობთ “იმედის” ეთერში და ვითომ კრიტიკულ და ამ დროს, უსინდისო კითხვებს სვამთ. ჩემნაირებს რომ არ ებრძოლათ, ისევ წინა რეჟიმის კალთაში გექნებოდათ თავი ჩარგული, როგორც მთელი ის წლები იყავით. თუმცა, თქვენნაირები ყოველთვის პოულობენ თავის ჩარგვის ადგილს.

ეჰ, ეს რა ბედი ჰქონია გიორგი სააკაძეს…”

თეგები: გია მურღულიაირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved