• რეკლამა
  • კონტაქტი
08:17, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენი „ზადაჩებისთვის“ “ვაფშე” არ მცალია” – რუსული დროშა ოზურგეთში და კომპანიის პასუხი

ალია ავტორი - ალია
14:07 11-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,828

ოზურგეთში, სოფელ მერიაში, „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში სხვადასხვა ქვეყნის დროშასთან ერთად ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშაა აღმართული.

ფოტო და ვიდეო, რომელზეც შენობის წინ მოფრიალე რუსეთის დროშა ჩანს, მოქალაქემ კვირას, 10 ნოემბერს გადაიღო და „ბათუმელებს“ მიაწოდა.

შენობა, რომლის ეზოშიც ოკუპანტი ქვეყნის დროშა ფრიალებს, ამჟამად შპს „სანეს“ ეკუთვნის და ის იჯარით აქვს აღებული შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფს“.

შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფში“ წილებს სამი პირი ფლობს. კომპანიის 45 %-იანი წილი ეკუთვნის გიგა მახარაძეს, ასევე 45 % ეკუთვნის გრიგოლ აბრალავას, ხოლო 10 %-იანი წილის მფლობელი გივი ჩიქოვანია.კომპანიის წესდების მიხედვით, „გიბერია ბიზნეს ჯგუფი“ ქვიშა-ხრეშს მოიპოვებს.

„ბათუმელები“ ესაუბრა „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ წარმომადგენელს, ვინმე ჯეკოს (საკუთარი გვარის თქმაზე მან უარი განაცხადა), რომელმაც უარყო „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში რუსულ დროშის აღმართვის ფაქტი და გვითხრა, რომ ფოტო და ვიდეო, რომელიც საწარმოს ეზოში რუსული დროშის არსებობას ადასტურებდა, ფოტოშოფია.

„აბსურდია. თუ გინდათ თქვენი თვალით ნახეთ, ფოტოშოფია ალბათ,“ – განაცხადა მან.

„ბათუმელებმა“ განუმარტა, რომ ფოტო და ვიდეო ნამდვილი იყო და ის კვირას, 10 ნოემბერს იყო გადაღებული. კომპანიის წარმომადგენელს ვთხოვეთ, იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთის დროშა აღარ იყო აღმართული შენობის ეზოში, გამოეგზავნა ფოტო, რომელზეც შენობა და დროშები იქნებოდა ასახული.

„თქვენი „ზადაჩებისთვის“ ვაფშე არ მცალია. მიგზავნი საღაცა სურათი გადამიღე და გამომიგზავნეო, თავი ვინ გგონია შენ,“ – ასეთი იყო მოიჯარის წარმომადგენლის პასუხი „ბათუმელების“ თხოვნაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved