• რეკლამა
  • კონტაქტი
09:29, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თქვენი თავგანწირვით აჩვენებთ, რომ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავთ უსამართლობის დასამარცხებლად – მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეებს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
19:05 12-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“ასეთ თავგანწირვას დამარცხებული ჰყავს ბრიტანეთის და საბჭოთა იმპერიები და ერთი ბოროტი ოლიგარქი რაღა გახდა” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეებს მიმართავს და გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.

იმ ხალხს, ვისაც შიმშილობა პროტესტის მარგინალური და არაეფექტური ფორმა ჰგონია, მინდა შევახსენო, რომ მასიური შიმშილობების შედეგად, მაჰათმა განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა, მანდელამ და მისმა თანამებრძოლებმა კი აპარტეიდი ჩამოშალეს.

ჩემი მეგობარი ანატოლი შარანსკი, საერთო ჯამში 1 წელზე მეტი შიმშილობდა და რეიგანისა და გორბაჩოვის შეხვედრებზე მის თემას მთავარი ადგილი ეჭირა. შარანსკი იყო მერაბ კოსტავას თანამებრძოლი, რომელიც ასევე დიდხანს და ბევრჯერ შიმშილობდა.

ანატოლი შემდეგ ისრაელში წავიდა, იქ მინისტრი გახდა და გამოაქვეყნა წიგნი დემოკრატიაზე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო და ეს წიგნი იყო ბუშის შთაგონების ერთ-ერთი წყარო, რატომაც დაუდგა გვერდით ვარდების რევოლუციას და მუდმივად საუბრობდა საქართველოზე.

საქართველოში ეროვნული მოძრაობის ფართოდ გაშლას სტარტი მისცა 1988 წლის მასობრივმა შიმშილობამ. შიმშილობა არაა უსაფრთხო პროცესი. მას ემსხვერპლა ცნობილი ქართველი დისიდენტი ნაზი შამანაური, რომელიც ფსიქიატრიულ საპყრობილეში გარდაიცვალა მრავალდღიანი შიმშილობის შედეგად. ცნობილი უკრაინელი პოეტი და დისიდენტი ანატოლი მარჩენკო დაიღუპა შიმშილობისგან დონეცკის კოლონიაში.

ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს თანამებრძოლებს, მუდმივად იყვნენ სამედიცინო კონტროლის ქვეშ, მიიღონ მინერალური დანამატები რეგულარულად. სწორედ ამ მინერალური დანამატების დახმარებით, რაც არ არღვევს შიმშილობის პროტოკოლს, ტყვედ აყვანილმა ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა ანატოლი სენცოვმა 120 დღე გაძლო შიმშილობის რეჟიმში რუსეთის ციხეებში.

იმედია ჩვენ ამდენი დრო არ დაგვჭირდება, ვინაიდან გარდა შიმშილობისა, ქვეყანას მოედება სხვა საპროტესტო აქციები მთავრობის სრული გაღორების და ხალხის ასეთი ჩაგვრის და დაცინვის ფონზე. ძალიან დიდი უსამართლობის გამო, რომელიც ყოველდღიურად ეხება თითოეულ მოქალაქეს.

თქვენი თავგანწირვით აჩვენებთ, რომ მოლაპარაკე თავები კი არ ხართ, არამედ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავთ უსამართლობის დასამარცხებლად. ასეთ თავგანწირვას დამარცხებული ჰყავს ბრიტანეთის და საბჭოთა იმპერიები და ერთი ბოროტი ოლიგარქი რაღა გახდა, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved