• რეკლამა
  • კონტაქტი
04:25, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თქვენი შრომით დაფინანსებული ჰოსპიტლები, „სელებრითების“ მოსასვენებელ პალატებად რომ არ აქციონ, მიდი არჩევნებზე“ – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
12:55 10-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

„თქვენი შრომით დაფინანსებულმა პრემიერმინისტრმა პატრონის სახელობითი დღე რომ არასდროს მოგილოცოთ…

თქვენი შრომით, ქვეყნის პარლამენტში, სამინისტროებში, სასამართლოებში ქურდები, სულელები, უსინდისო მონები რომ არ დააფინანსოთ…

თქვენი ყოველდღიური შრომით მიღებული დოვლათით გამძღარმა ჩინოვნიკებმა, უღარიბეს საქართველოში, რომ არ გიმტკიცონ მდიდარი და წარმატებული ქვეყნის მოქალაქეები ხართო, ადამიანებს ვისაც წამლების გრძელ სიაში ერთი ყველაზე აუცილებლის ამორჩევა გიწევთ, რადგან ყველაფერს ვერ გაწვდებით…

თქვენი, წელში გაწყვეტილი შრომით მიღებული შემოსავალით დაფინანსებული ჰოსპიტლები, სახელმწიფო ჩინოვნიკად ქცეულმა ექიმებმა, „სელებრითების“ მოსასვენებელ პალატებად რომ არ აქციონ, მაშინ როცა საყვარელი ადამიანები სახლში გეხრჩობათ და მათთვის ჰოსპიტლის საწოლს სოციალურ ქსელში დაეძებთ…
თქვენი, წელში გაწყვეტილი შრომით მოპოვებული ლუკმით დაფინანსებული პოლიციის თვალწინ საუკეთესო ახალგაზრდები ქუჩაში ქურდებმა რომ არ დაგიხოცონ დემონსტრაციულად…

თქვენი, წელში გაწყვეტილი შრომით მოპოვებული მცირედიდან მსუყედ დაფინანსებული მახინჯი განათლების სისტემის მსხვერპლად რომ არ აქციოთ საყვარელი შვილები…

თქვენი, დაუცველი შრომით მოპოვებული მცირედი შემოსავლის, უდიდესი ნაწილით გაღორებული ჩინოვნიკების საპარტნიორო ფონდები და მათი ახალგაზრდა საყვარლების მდიდრული ცხოვრება რომ აფინანსოთ…

თქვენი შრომით დაფინანსებული სახელმწიფო ჩინოვნიკების პროფესიული დრო შეშლილი ოლიგარქის ეზოში თქვენივე ეზოებიდან მოთხრილი მწვანე საფარის გადატანას რომ არ მოხმარდეს…

თქვენი და თქვენი წინაპრების შრომით შექმნილი ცუდი, მაგრამ მაინც, ქვეყნის დიდი ნაწილი ლამის უფასოდ არ იქცეს შეშლილი ოლიგარქის პირადი მონების კერძო საკუთრებად…

თქვენი, წელში გაწყვეტილი შრომით დაფინანსებული სახელმწიფო სტრუქტურების თქვენვე რომ არ გეშინოდეთ…
თქვენი დაუფასებელი და უსამართლოდ მცირედ ანაზღაურებული შრომით დაფინანსებული ქვეყნიდან გასაქცევი გზების ძიებაში რომ არ ათენ – აღამოთ…

თქვენი შრომით დაფინანსებულმა ღირებულებების არმქონე, ჩინოვნიკებმა, აქამდე უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასად მოტანილი ქვეყანა და ევროპული მომავალი კორუმპირებულ, ავტორიტარულ ქვეყანას რომ არ მიყიდონ…
თქვენი, წელში გაწყვეტილი შრომით რომ არ აფინანსოთ თქვენი და თქვენი შვილების უიმედობა, უბედურება, უსამართლობა, სიღარიბე, გაუნათლებლობა, უცოდინრობით დაკარგული სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უპერსპექტივო ხვალინდელი დღე…

თქვენვე რომ არ აფინანსოთ საკუთარი და სახელმწიფოს სიკვდილი ამისთვის მიდით ხვალ არჩევნებზე და დაასრულეთ უპასუხისმგებლო, გაუნათლებელი, არაკომპეტენტური, ბოროტმოქმედი, შეშლილი ოლიგარქის მონა ჩინოვნიკების მმართველობა…

P. S. ვინც იმის მტკიცებას დამიწყებთ, რომ ექიმი ვარ და საზოგადოებრივი პოზიციის ქონის უფლება არ მაქვს, გაიხსენეთ, რომ თქვენი მერები, დეპუტატები, მინისტრები არიან წერა-კითხვის უცოდინარი ფეხბურთელები, მოჭიდავეები, მორაგბეები, უბრალოდ სულელი მონები, ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას კი განაპირობებს კრიტიკული აზროვნების განსაკუთრებული უნარები, რაც შევიძინე ერთ-ერთი ყველაზე მაღალინტელექტუალური პროფესიის შესწავლის გზაზე, ბაკალავრის ხარისხის, რეზიდენტურის, ფელოუშიპის, მაგისტრატურის და სადოქტოროს სამ სხვა და სახვა ენაზე, სამ ქვეყანაში გავლის შედეგად. მგონი საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია მქონდეს იმ ქვეყნის მომავალზე რომელშიც მერობის კანდიდატს დაწერილი ტექსტის უშეცდომოდ წაკითხვა არ შეუძლია“ , – წერს გეგეჭკორი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved