• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენი რეფორმა 520-ჯერ არტყამს დანას მძიმე პაციენტებს“ ზვიად კვაჭანტირაძე ჯანდაცვის მინისტრს

ალია ავტორი - ალია
16:04 02-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ფიქრობთ თუ არა, რომ სწორად იყავით შერჩეული ამ პოსტზე ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად?!, – ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც კანონმდებლების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

„მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენი გამოსვლა არ იყო კრიტიკული, საკმაოდ მონოტონური გამოსვლა იყო, რომელმაც საშუალება არ მოგვცა მთლიანად დაგვენახა დღეს არსებული სიტუაცია იმ სფეროებში, იმ გიგანტურ სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელობაც თქვენ ჩაიბარეთ. დამეთანხმებით, რომ ეს არის სუპერ სამინისტრო, რომელიც განკარგავს ყველაზე დიდ ბიუჯეტს.

პირველი შეკითხვა, რაც მაქვს შემდეგში მდგომარეობს: მაინტერესებს, ამ თვეების განმავლობაში, რაც თქვენ უკვე მინისტრი ბრძანდებით, ფიქრობთ თუ არა, რომ სწორად იყავით შერჩეული ამ პოსტზე ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად?! მაინტერესებს თქვენი პასუხი ამ შეკთხვაზე.

რაც შეეხება მეორე კითხვას: თქვენი გამინისტრების დღიდან, შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან უხეში ქირურგიული ჩარევით თქვენი 520-ე დადგენილებით ყველაფრის ჩეხვა დაიწყეთ. ძალიან მეშინია და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება იმ სურათის საფუძველზე, რაც დღეს გვაქვს უპირველესად სამედიცინო სფეროში, რომ მთლიანად არ შემოგვენგრეს ის, რასაც მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში. მე მესმის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ჯანდაცვის სფეროში და ეს ჰიპერდიაგნოსტიკა მარტო საქართველოში არ არის პრობლემა, მთელს მსოფლიოშია პრობლემა, მაგრამ თქვენი რეფორმა 520-ჯერ არტყამს დანას მძიმე პაციენტებს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved