თხპ–ის ლიდერი, იაგო ხვიჩია:
მთავრობის ახალ ინიციატივას მინდა შევეხო, მანქანების სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით.
მე მაქვს დაზღვეული მესამე პირის პასუხისმგებლობა, რასაც გვთავაზობენ, ჩემს მანქანაზე, სადაც ახლა ვზივარ. 12 თუ 14 ლარს ვიხდი. ზოგადად არსებობს 6-ლარიანი პაკეტებიც, როგორც ჩემთვის არის ცნობილი.
მთავრობის ამ ინიციატივას წესით ხომ უნდა გაეაფებინა დაზღვევა, იმიტომ რომ მთელ ქვეყანაზე, ყველა მანქანაზე კეთდება. მაგრამ ნაცვლად ამისა, გვითხრეს, რომ 30 ლარი იქნება საფასურიო.
ჩემი კითხვა შემდეგია: თქვენი აზრით, აი, 6 ლარი რომ ღირს და 30 რომ ხდება, ან 12 ლარი რომ ღირს დაზღვევა და 30 რომ ხდება, აი ის დანარჩენი ფული – 6-დან 30-მდე ან 12-დან 30-მდე რაც არის – ვის ჯიბეში მიდის?
მადლობა ყურადღებისთვის.











კომენტარები