• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თქვენ მკვლელები ხართ!“ – გამოსვლები ცხინვალში

ალია ავტორი - ალია
15:30 08-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ცხინვალი მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. დე ფაქტო მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ქალაქის ქუჩებში დე ფაქტო მილიციის გაძლიერებული რაზმები მორიგეობენ. ყველაფრის მიზეზი კი დე ფაქტო მილიციის მიერ დაპატიმრებული 28 წლის მამაკაცის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება გახდა.

ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „მთავრობა” მას შემდეგ გადააყენა, რაც ათასობით ადგილობრივი ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გამოვიდა ძალოვან სტრუქტურებში არსებული უკანონობის გასაპროტესტებლად. ამ გადაწყვეტილების შესახებ „პარლამენტის” ე.წ. სპიკერმა ალან ტადტაევმა დეპუტატების საგანგებო შეკრებაზე განაცხადა.

ე.წ. მთავრობის გადაყენების წინ ჯერ, ბიბილოვის გადაწყვეტილებით, დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევს დროებით შეუწყდა უფლებამოსილება, შემდეგ კი „პრემიერ-მინისტრმა” ერიკ ფუხაევმა დატოვა საკუთარი ნებით თანამდებობა.

ფუხაევმა პარასკევს ღამით მომიტინგეებთან სცადა სიტყვით გამოსვლა, მაგრამ მას არ მოუსმინეს. ამის შემდეგ „პრემიერმა” განაცხადა, რომ მიტინგზე გასვლისა და მოსახლეობის მოთხოვნების მოსმენის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი სამწლიანი მოღვაწეობა უნდა დაესრულებინა და პოსტი დაეტოვებინა.

მასობრივი პროტესტის მიზეზი დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის საეჭვო ვითარებაშ გარდაცვალება გახდა.

„გენერალური პროკურორის” ურუზმაგ ჯაგაევის ინფორმაციით, 28 აგვისტოს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ე.წ. გენერალურ პროკურატურას შეატყობინეს, რომ ცხინვალის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს იქამდე დაკითხვაზე მყოფი ინალ ჯაბიევი, რომელიც ეჭვმიტაინლი იყო „შინაგან საქმეთა მინისტრზე” განცხორციელებულ თავდასხმაში, რომლის დროსაც 17 აგვისტოს ნანიევის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს – მაშინ ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ინალ ჯაბიევი გონზე არ მოსულა და 28 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე ექიმებმა მისი გარდაცვალების შესახებ ჯაბიევის ნათესავებს აცნობეს.

ინფორმაცია მალევე გავრცელდა, რის შემდეგაც გარდაცვლილის ნათესავები და ნაცნობები მორგთან შეიკრიბნენ. სამართალდამცველებმა მათ მორგში შესვლის საშუალება არ მისცეს და არც გარდაცვლილის ცხედარი აძლევდნენ ნათესავებს. ამის შესახებ ინფორმაციისა და პრესის კომიტეტის თავმჯდომარე მარია კოტაევამ დაწერა „ფეისბუკში”.

თუმცა 23:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის ცხედარი გადასცეს ნათესავებს.

მალევე გარდაცვლილის ცხედრის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა, ფოტოებზე ჩანს, თუ როგორი ნაცემი და ნაწამები იყო ინალ ჯაბიევი გარდაცვალებამდე.

ამას ცხინვალის ცენტრში სტიქიური მიტინგი მოყვა. ღამით დაახლოებით 2 ათასი ადამიანი შეიკრიბა ქალაქის მთავარ მოედანზე, ე.წ. მთავრობის სახლთან. თვითმხილველების თქმით, მთელი მოედანი შეივსო. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ, რომ ნანიევის ხელმძღვანელობის პერიოდში ადამიანების ცემა და მათზე ძალადობა ნორმად იქცა.

დემონსტრაციაზე შეკრებილები სკანდირებდნენ: „თქვენ არ ხართ ხელისუფლება, მკვლელები ხართ!”.

მოედანზე ე.წ. პრეზიდენტიც გავიდა, ყოფილ „პრემიერთან” ერთად. შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა ბიბილოვის გადადგომაც იყო.

გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია” სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„რეზონანსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved