• რეკლამა
  • კონტაქტი
23:13, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თქვენ ხომ ახლა კარგად ხედავთ, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ისტორიას შლის და ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს და წინა ხელისუფლებას უკავშირებს?“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:06 11-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

„მეგობრებო, თქვენ ხომ ახლა კარგად ხედავთ, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ისტორიას შლის და ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს და წინა ხელისუფლებას უკავშირებს?
თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო – და აი ანადგურებს ქართულ ოცნებად წოდებული მტრული რეჟიმი ჩვენს საზოგადოებას, შლის ისტორიას, გვავიწყებს მტერს …
და აი ასე …. 90-იანები არ ყოფილა, რუსეთი არ ყოფილა … ცხელთავიანი ქართველების ბრალია შარი.
როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ ვულგარული დეზინფორმაციის და ისტორიის გაყალბების ანტიდოტი?
ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ სწორად, დამაჯერებლად და შთამბეჭდავად მიწოდებული, სწორი ინფორმაცია შეიძლება იყოს ანტიდოტი.
ვინც თვალს მადევნებთ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საქართველომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წელიწადზე მეტია დაიწყო კამპანია “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” – რომელიც მიზნად ისახავს 1992-1993 წლებში, რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების სათანადო შეფასებას, გენოციდად აღიარებას და დამნაშავეების დასჯას.
ჩვენ მოვიძიეთ ზღვა მასალა რუსეთის როლზე:
⚫️ ჩვენი მასალიდან ნათლად ჩანს, როგორ გეგმავდა რუსეთის გენერალიტეტი ქართველი ხალხის გენოციდს გუდაუთის ბაზიდან – კონკრეტული პირები ვიცით.
⚫️ ჩვენ ვიცით რუსეთის რეგულარული არმიის მონაწილეობის მასშტაბი.
⚫️ ჩვენ ვიცით რუსული სამხედრო შენაერთები, კონკრეტული პიროვნებები ვინც ქართველი ხალხის გენოციდს ახორციელებდა აფხაზეთში.
⚫️ ჩვენ მოვაგროვეთ მივიწყებულ მსხვერპლთა ჩვენებები და შევძელით, რომ მათთვის შოკირებულებს მოესმინათ საერთაშორისო პოლიტიკის, მედიის, ჰოლივუდის ვარსკვლავებს.
(წარმოუდგენელად შთამბეჭდავია ვენერა, ლიანა, ნუცა .. ტყვე ქალები)
⚫️ ჩვენ ეს თემა დასავლეთშიც გაგვაქვს მთელი მომავალი წლის განმავლობაში თქვენ მოისმენთ საპარლამენტო განხილვებს ევროპის დედაქალაქებში.
ანუ სანამ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს ოკუპაციის ისტორიას 2008 წლიდან იწყებს, ჩვენ 1992-1993 წლებზე და რუსეთის დანაშაულებზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ, თემა ვიცით იდეალურად და ამაში, საერთაშორისო ვარსკვლავებიც ავიყოლიეთ!
ვინ ვერ ავიყოლიეთ?
ტვ მთავარი და ტვ ფორმულა.
საააკაშვილის და კეზერაშვილის მყრალი მედიები და ოლიგარქიულად, ზემოდან ქვემოთ დალაგებული პოლიტიკური სპექტრი.
იცით რატომ?
იმიტომ რომ ამ მედიების და პოლიტიკოსების მიზანს არა ეროვნული ინტერესების სამსახური, არამედ საკუთარი პატრონის ეგოს ფხანა წარმოადგენს.
პატრონები საკუთარი ბოტასების, საკუთარი მონების და პეტპროჯექტების – მონაჯიების და სხვათა გაშუქებას თვლიან ამოცანად, რადგან საკუთარ თავზე დიდი ინტერესი არ გააჩნიათ – მათი მორჩილებაა მათი უზენაესი ინტერესი.
ანუ აღვირახსნილ რუსულ პროპაგანდას უპირისპირებენ ისეთ “ძლევამოსილ” იარაღებს როგორიცაა მიშას ბოტასი და მონაჯი!
ხოდა მადლობა მაშინ მითხარით, როცა ამ მყრალ სისტემას ჩამოვანგრევ და ზედ ვიცეკვებ.
p.s. და თუ შეიძლება ნუ გიკვირთ, რომ
ამ სისტემის ყველა ჭანჭიკს, enabler-ს, ლეგიტიმატორს, რაც გინდათ ის უწოდეთ – მტრად აღგქვამთ.
მე მიმაჩნია რომ თქვენ სისტემასთან შეგუებით ეროვნულ ინტერესებს აზიანებთ – ასე გხედავთ.
ასევე ვფიქრობ, რომ ამ პოსტ-საბჭოთა ოლიგარქიული სისტემის დანგრევა და სამართლიანი სისტემის დაფუძნება, გრძელ ვადაში, თქვენთვისაც კარგი იქნება (ბევრი არ იმსახურებთ, მაგრამ კოლატერალურად შეგხვდებათ, ზიანივით).“
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved