• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თქვენ დაგცინიან! უმოწყალოდ დაგცინიან, ხვდებით, მაგრამ გეშინიათ ჭეშმარიტი რეაქციის გამოხატვის – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
13:14 09-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული ქვეყანაში შექმინილი მძიმე კოვიდვითარების ფონზე ხელისუფლების წარმომადგენლების “ცინიზმით სავსე” განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ საზოგადოებას სასაცილო არაფერი აქვს. 

მისი თქმით, ე.წ. პოლიტიკოსები არ ხუმრობენ, ისინი უბრალოდ შეურაცხყოფენ საკუთარ მოსახლეობას, ბოროტად დასცინიან და ესაუბრებიან როგორც ჭკუასუსტებს.  გურული წერს, რომ 2012 წელს სწორედ ასეთი დაცინვით დაიწყო მოქმედება “ქართულმა ოცნებამ”. 

“განსაკუთრებით ამაზრზენია, როდესაც საზოგადოების ასეთ დაცინვას მეტნაკლებად ინტელექტუალური ადამიანები ეწევიან. გახსოვთ ალბათ ზღაპრები მსოფლიოში სამაგალითო კოვიდ-მენეჯმენტსა და ამერიკა-ევროპიდან გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში ამტყდარ ზარებზე. ბუნებრივია რომ აქედან ერთი ნაბიჯი იქნებოდა უფრო პრიმიტიულ „ხუმრობებზე“. მივიღეთ კიდეც; ქუთაისის „ტორპედოს“ ჩემპიონთა თასიდან დაწყებული, ონისა და კაიროს პირდაპირი ვაჭრობის ისტორიებით თუ ზესტაფონის ყავის პლანტაციებით.

ეს არ არის სასაცილო ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო. თქვენ დაგცინიან! უმოწყალოდ დაგცინიან. დარწმუნებული ვარ რომ ხვდებით, მაგრამ გეშინიათ თქვენი ჭეშმარიტი რეაქციის გამოხატვის. ისე, სიკვდილზე საშიში რამეც არსებობს და სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია მაგას.

შევეჩვიეთ ამ დაცინვას და ვიცინით. დღეში საშუალოდ 70 ქართველის კოვიდით სიკვდილსაც შევეჩვიეთ ნელნელა; ერთს ამოვიოხრებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას.

არჩევნები მოდის მალე. გონიერი ამომრჩეველი რამდენიმე ქალაქში მაინც მისცემდა ოპოზიციის კანდიდატებს შანსს. არ გაინტერესებთ რას იზამენ? „ოცნებამ“ და მისმა კანდიდატებმა ხომ ნახეთ რაც გიქნათ, არ გინდათ რამე ახალი სცადოთ? ოღონდ ამ მცდელობის თეორიულ შანსსაც არ მისცემს „ოცნება“ საქართველოს, რადგან თუნდაც ერთმა ქალაქმა ოპოზიციონერი მერის ხელში რაიმე წარმატება რომ მოიპოვოს, ეს ხომ „ოცნების“დასასრულის დასაწყისი იქნება”, – წერს ზურაბ გურული.

მისი თქმით, დღევანდელ საქართველოში რომ ქართველებს დასცინებ, მარტო სინდისგარეცხილი ვერ იქნები, უბრალოდ “ავადმყოფი” და “სადისტი” უნდა იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved