მეუფე იობისა და სხვა ეპისკოპოსების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მეუფე გიორგი ჯამდელიანი ეხმაურება.:
,,ჩართეთ სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მანქანები, ყველა ცაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა იმასთან, რაც მეუფეს აკადრეს, თავიანთი სიბინძურით და ამაშ ჩაერთნენ სხვადასხვა პლატფორმაზე არსებული ტელევიზიები თუ გადაცემები და გამოიყვანეს, თითქოს მეუფე იობი არის რაღაცა ნაციონალების ხელშემწყობი, მეუფე ილარიონი, მეუფე გიორგი და ჩვენ რაღაც შეთქმულებას ვაწყობთ? ეს იცით, რომ არის უდიდესი ცილისწამება, ცილს სწამებთ პიროვნებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, აი, თქვენ თბილ სკამებში რომ სხედხართ ახლა და ბევრი გადმოპორტირებული ნაცი რომ ხართ, აი, მაშინ ეს დიდი მღვდელმთავრები ამხელდნენ იმ ძალმომრეობას, იმ ტირანიას, იმ ურჯულოებას, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, როდესაც ბევრი შიშისგან ხმას ვერ იღებდა. ჩვენ ლომის წვლილი შევიტანეთ წინა ავტორიტარიზმის დასრულებისთვის. და, რას ვაკეთებთ ახლა, იგივე გზაზე მივდივართ?! იგივე სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ? და თქვენ იძახით ახლა, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები. ბევრს სტკივა, მღვდელმათავრებს და საზოგადოებაში ეს უკმაყოფილება არის დაგროვილი…
თქვენ ბატონ-პატრონები ჩვენი ნუ გგონიათ თავი და ხალხს ასე ზევიდან კი ნუ უყურებთ. თქვენ ხართ როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქეები, ამ ქვეყნის შილები, ჩვენი დედა-ეკლესიის შვილები, მაგრამ ასე ნუ გაუუცხოვდებით ხალხს. ჩვენი მოწოდება რა არის? რომ მოვძებნოთ გამოსავალი. რა თქმა უნდა, ისიც აღნიშნა მეუფემ, რომ ბევრი კარგიც კეთდება, განა ვინმეა დაუნახავი, რაც გაკეთებულა, მაგრამ ახლა რა გამოწვევებიოს წინაშეც ვართ, ამაზე დუმილი პირიქით უფრო არ არის ღალატი ქვეყნისა?”











კომენტარები