• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თორნიკე რიჟვაძე – ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა დაპირება, პროექტი, რომელიც გეგმად დავისახეთ, შესრულდეს ხარისხიანად, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით

ალია ავტორი - ალია
23:12 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა დაპირება, რომელიც გავეცით, ყველა ის პროექტი, რომელიც გეგმად დავისახეთ, შესრულდეს ხარისხიანად, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით. სწორედ ეს განგვასხვავებს ჩვენ ყველა ადრე არსებული ხელისუფლებებისგან, რომლებმაც შეიძლება ფასადურად რაღაც გააკეთეს, თუნდაც ბათუმში, მაგრამ ამ ფასადურ პროექტებს ახლდა უამრავი გამწარებული ადამიანი – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენაზე.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბათუმს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ იყოს სამაგალითო ქალაქი როგორც ამ ქვეყანაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, განვითარებით, დინამიკით და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლებით, როგორც ბიზნესის კეთებით, ასევე თითოეული მოქალაქის და თითოეული ტურისტის აქ გატარებული დღით.

„ჩვენ ყველა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით, ყველა ის პროექტი, რომელიც გეგმად დავისახეთ, იყოს შესრულებული ხარისხიანად, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით. სწორედ ეს განგვასხვავებს ჩვენ ყველა ადრე არსებული ხელისუფლებებისგან, რომლებმაც შეიძლება ფასადურად რაღაც გააკეთეს, თუნდაც ბათუმში, მაგრამ ამ ფასადურ პროექტებს ახლდა უამრავი გამწარებული ადამიანი. ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი მთავარი ამოცანაა შევძლოთ კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ხალხს, ვემსახუროთ ბათუმელებს და ამ ყველაფერში გვჭირდება თქვენი თანადგომა, რომელიც არაერთხელ გვქონია.

ბოლო წლების განმავლობაში მართლაც უამრავი პროექტი განხორციელდა, იქნება ეს ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიური, ყოფით პირობების გაუმჯობესება, თუ  მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ბატონებმა ისაუბრეს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი ამბიცია გვაქვს, რომ ბათუმი გარდავქმნათ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალაქად. აუცილებლად გავხდით ბათუმის დინამოსაც ქვეყნის ჩემპიონს და ამ არჩევნებშიც ძალიან ღირსეულად, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ პირველივე ტურში.

ბათუმი და ბათუმელები არასოდეს ვღალატობთ პრინციპებს და ეს ქალაქი მართლაც არის ღირსების, თავისუფლების და კულტურის ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც, თითოეული ბათუმელი, თითოეული გულშემატკივარი გვერდში დაუდგება ძალიან ღირსეულ მერს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის და იმ გუნდს, რომელიც იქნება ამ ქალაქის უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. ეს ადამიანები სწორედ ამ თვისებებს ატარებენ და როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს ემსახურებოდნენ ამ ქვეყანას და აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საჯარო სტრუქტურებში მუშაობის, ასევე ბათუმელების სამსახურის. ამიტომ, ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენ ძალიან დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. მინდა ყველას კიდევ ერთხელ გთხოვოთ, როგორც ძველ გვარდიას, ჩვენ გვესწრებიან ადამიანები, რომლებიც 2011 წლიდან ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს დაუდგნენ გვერდში, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი, ეს ქალაქი ყოფილიყო თავისუფალი და თითოეულ ქართველს თავი ეგრძნო ღირსეულად ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით როგორც ძველი გვარდია, ასევე ახალი თაობის წარმომადგენლები და ჩვენ ერთად დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. მადლობა თქვენი გვერდში დგომისთვის და გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს გუნდს და ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

თეგები: თორნიკე რიჟვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved