ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი ქვითრის სქრინს აქვეყნებს და წერს;
,,თოდუას კლინიკაში დავრეკე, ექიმთან ჩაწერა მინდოდა.
31 აგვისტოდან ახალი წესი შემოუღიათ, 50 ლარი ავანსი უნდა გადაიხადო, რომ ჩაგწერონ.
პაციენტები ეწერებიან და მერე აღარ მოდიანო – მიზეზი ეს მითხრეს.
ჩასაწერად რეკვა რომ დავიწყე, მარჯანიშვილის მეტროსთან ვიყავი, 10 წუთში ავტობუსი მოვიდა, სპორტის სასახლესთან ჩამოვედი, 5 წუთში დანიშნულების ადგილზე ვიყავი და მხოლოდ მაშინ მიპასუხეს. 😀
თვითონ მაგარი მოწესრიგებულები არიან.
ვისაც თოდუაში ექიმთან ჩაწერა გინდათ, 50 ლარები გაამზადეთ, თუ დაზღვევით ნაკლებს გადაიხდით, ხურდას დაგიბრუნებენ.”












კომენტარები