• რეკლამა
  • კონტაქტი
10:50, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თხოვნაა, არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მოაშოროთ ტელეეკრანებს” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:34 06-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ.

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკის ნაცვლად პარლამენტი გადააქცია ღვარძლის, დაპირისპირების და პოლიტიკური შურისძიების ასპარეზად.

ამასთან, მან მმართველი პარტიის დეპუტატებს შეახსენა, რომ „ამავე დარბაზიდან გასცემენ ხოლმე მათივე კოლეგების დაკავების ბრძანებას”. ამ კონტექსტში ხაბეიშვილმა დაასახელა ნიკა მელიას,  ბადრი ჯაფარიძის, თემურ ჯანაშიასა და დავით კირკიტაძის წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

„ზოგადად, აქ არის ხოლმე ჩემი კოლეგა, სახალხო არტისტი, რომელიც მიჩივის, გამლახა, მცემა და მატკინაო და სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე ჩემზეც მიმდინარეობს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„თქვენ ხომ ხელისუფლების მაკონტროლებელი ხართ? ან მაგალითად, თუ ტყის ამბავი არ მოგწონთ, ივანიშვილმა ხომ თქვა, რომ ღარიბაშვილმა და მისმა ნათესავებმა მილიონები მოიპარესო და ნწუ, ნწუ, ნწუო და ამიტომ გავუშვი თანამდებობიდანო?! მოიკითხეთ ის ნათესავები, რომელიმე პასუხისგებაში არის მიცემული ან თავად ღარიბაშვილს რატომ არასდროს არაფერი დაეკისრა? ეს ხომ ბიძინამ თქვა, ხაბეიშვილს ხომ არ უთქვამს? ან რატომ არასდროს დაინტერესდით ღარიბაშვილი ბერას სათამაშოს როლს რომ ასრულებდა სატელეფონო ზარის დროს, მერე ავთენტიკურობაზე, მილისტებზე და ათას სისულელეზე რომ ისაუბრეს მთავრობის წევრებმა. რატომ არ დაინტერესდით? ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად მოძალადეა იმ ჩანაწერში, ასე ირკვევა, რა გააკეთეთ, კონტროლის რა მექანიზმი ჩართეთ ამ მიმართულებით?” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

თეგები: ირაკლი ზარქუალევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved