• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თხევად გაზზე მოთხოვნა 10%-ით შემცირდა – იმპორტიორი

ალია ავტორი - ალია
11:17 12-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

თხევადი გაზის იმპორტიორი კომპანია „გაზჯორჯია იმპორტის“ ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე თხევადი გაზი წინა წელთან შედარებით გაძვირებულია, თუმცა ბოლო თვეებში ფასის კლების ტენდენციაა. ამის შესახებ მან თხევადი გაზის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 1 ლიტრი თხევადი გაზი დღეისთვის 1.65-1.70 ლარი ღირს, მაშინ, როცა გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში ის 1,40-1,45 ლარი ღირდა.

„გასულ წელთა შედარებით ამ ეტაპისთვის თხევადი გაზის ღირებულება გაზრდილია, მიზეზი ეკონომიკის აღდგენის გამო ბუნებრივ გაზზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მისი გაძვირებაა, რამაც მოთხოვნა თხევად გაზზე გაააქტიურა და ღირებულებაც გააძვირა. ახლა, როდესაც ბუნებრივ გაზის ღირებულება შემცირდა, თხევადი გაზიდან კვლავ ბუნებრივ აირზე გადასვლა მოხდა, შესაბამისად ფასიც დასტაბილურდა და დღეისთვის რუსეთის ბირჟებზე თხევადი გაზის ღირებულება შემცირებულია. გაიაფების ტენდენცია დაახლოებით 1.5 თვის წინ დაიწყო.

ჩვენს რეალობაში დღეს თხევადი გაზის ღირებულება 3 თვის წინ არსებული 1.93 ლარიდან 1.65-1.70 ლარის ფარგლებშია“, – განმარტა მან.

ნარიმან ფირცხელიანის თქმით, დღეისთვის საქართველოში თხევად გაზზე მოთხოვნა დაახლოებით 10%-ითაა შემცირებული.

„10 ლიტრი ბენზინი ბუნებრივ გაზში რომ გადაიყვანო 8.5 კუბი მოდის, რაც საშუალოდ 11.5 ლარი ღირდა. ხოლო 10 ლიტრ ბენზინზე 13 ლიტრ თხევადი გაზი მოდის, როდესაც ლიტრის ღირებულება 1.90 ლარზე ავიდა, თხევადი გაზის ჩასხმა 23-25 ლარი ჯდებოდა. შესაბამისად, საწვავთან შედარებით სხვაობა დიდი არ არის და მომხმარებელი ბუნებრივ გაზზე გადადის. 10%-იანი კლება იმის ხარჯზე გვაქვს, რომ ბოლო პერიოდში გაზგასამართი სადგურების ნაწილი დაიხურა და მათი მომხმარებელი მოქმედ სადგურებს შეემატა“, – აღნიშნა ნარიმან ფირცხელიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved