“ვუყურე ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ევრონიუსის ჟურნალისტთან. ასევე, იქვე მყოფი ქოცი თანამდებობის პირების რეაქციებს. ჩემი ახალგაზრდობის გამოთქმა იყო ასეთი: თხა კონცერტზე. ასე იყო, სწორედ. უბრალოდ ეს შეშლილი თხა იქ ჩვენი სამშობლოს წარმომადგენელი იყო.“ – წერს ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტზე.
3 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მიერ შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბოლოდროინდელი კანონები და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი – ეს იყო მთავარი საკითხები, რაზეც კობახიძეს კრიტიკული კითხვები ჟურნალისტმა მარია ტადეომ დაუსვა.











კომენტარები