• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თითქმის 99.9%-ით გადაწყვეტილია, რომ თალაკვაძე მერობის კანდიდატი იქნება“ – რას უნდა ველოდოთ თვითმმართველობის არჩევნებზე?

ალია ავტორი - ალია
17:36 04-26-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ანი დვალიშვილი, ალია

ჯერ კიდევ გუშინ, “ალიამ” ექსკლუზიურად გაავრცელა ინფრმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა, თბილისის მერობის კანდიდატი იქნება “ოცნებიდან”.

საბოლოო ჯამში, შესაძლოა მივიღოთ ის, რომ თბილისის მერობის კანდიდატად „ოცნებამ“ დააყენოს არჩილ თალაკვაძე (ეს ამბავი 99.99%-ით გადაწყვეტილია), ცალკე გასულმა კალაძემ – საკუთარი თავი, გიორგი გახარიამაც გიორგი გახარია, ხოლო გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ნიკა მელია. ამ პირობებში, დედაქალაქში 43% კი არა, თალაკვაძეს მეოთხე ადგილი სანატრელი გაუხდება, რადგან დედაქალაქის მთელი პარტ-აქტივი სწორედ მოქმედ მერს ექვემდებარება და ისინი თალაკვაძესთან გადასვლას ნამდვილად არ მოისურვებენ. აი, დედაქალაქს თუ კვლავ ოპოზიციაში წასული კალაძე მოიგებს, ხელისუფლება დაპირებულ 43%-ს ვერანაირად ვერ აიღებს და დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც უკვე კალაძე დამოუკიდებლად შეეცდება გასვლას და თუ გაიმარჯვებს, პრემიერადაც საკუთარ თავს დანიშნავს.

„კალაძე ყველაზე ადრე მიხვდა, რომ ვადამდელი არჩევნები და შესაბამისად, კოალიციური მთავრობა გარდაუვალია. ამიტომ, ის ცდილობს სიტუაციას მალე მოერგოს, დაიკავოს ის ნიშა, რომლის დაკავებაც ადრეც სურდა, მაგრამ გახარიამ დაასწრო. გახარიამ უფრო ადრე გათვალა და დათვალა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს და „ოცნების“ აქტივის დიდი ნაწილი სწორედ მის ბანაკში გადასასვლელად ემზადება. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში გახარიას გუნდმა უკვე „ოცნების“ ლამის მთელი აქტივი გადაიბირა და ახლა ისინი მხოლოდ ხელის აქნევას ელოდებიან“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

რა ხდებოდა 24 აპრილის სხდომაზე, რის შემდეგაც არჩილ თალაკვაძე წავიდა? – „ამან კახა კალაძე გააცოფა…“
თეგები: არჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved