• რეკლამა
  • კონტაქტი
18:50, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თითოეულ ოთახში იყო თერმომეტრი, მადლობა ქალბატონ ინგა დეიდას” – საჩხერე

ალია ავტორი - ალია
15:46 02-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

უკვე მეხუთე დღეა, რაც ჩინეთიდან საჩხერეში ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ამ დრომდე კარანტინს გადის. „პრაიმტაიმი“ საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში მყოფ რამდენიმე პირს ესაუბრა.

როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და ჯანმრთელობის პრობლემები არცერთ მათგანს არ აღენიშნება.

„არც ერთ ჩვენგანს არ ქონია შეხება ჰუბეის პროვინციასთან (COVID19-ის ეპიცენტრთან), ასევე თითოელი ჩვენგანი იმყოფებოდა ზემოთ აღნიშნულ პირობებში. იმის მიუხედავად რომ მკაცრად ვიცავდით ერთთვიან თვითიზოლაციას და ინფიცირების რისკი იყო მინიმალური, საქართველოს სახელმწიფოს მიერ კარანტინთან დაკავშრებით მიღებული გადაწყვეტილება ყველას მართებულად მიგვაჩნია.“ – ამბობს საქართველოს მოქალაქე.

მეორე მათგანის თქმით, ექიმები ყველა მოქალაქის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე სინჯავენ.„

„მოვლენების სწრაფი განვითარების გამო პირველ ღამეს პირობები არ იყო 100 %-ით დამაკმაყოფილებელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეულ ოთახში იყო თერმომეტრი. მეორე დილიდანვე ყველა პირობა შესრულდა და სანიტარული ნორმები დაცული იყო. ვიმყოფებით საუკეთესო პირობებში, იდეალური სამჯერადი მრავალფეროვანი კვება, სითბო, სასიამოვნო ინტერიერი და გარემო, ძალიან თბილი და მეგობრული პერსონალი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ დააკმაყოფილონ ჩვენი ყველა მოთხოვნა. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ინგა დეიდას და ადმინისტრატორ ლევანს, რომლებიც განსაკუთრებული პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. თითოეული სართული, აღჭურვილია: ქირურგიული ხელთათმანებით, პირბადეებით და სადეზინფექციო საშუალებებით. შიდა პერსონალი და არა მარტო შიდა ასევე, გარეთ მყოფი, დაცვის პოლიცია შესაბამისად არის ეკიპირებული, მიუხედავად იმისა რომ, შენობის გარეთ არიან. ტემპერატურის მონიტორინგი მიმდინარეობს საათობრივად, და ვიმყოფებით სხვადასხვა დარგის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

PS. აღსანიშნავია ისიც, რომ იმერლები, კონკრეტულად საჩხერლები გამოირჩევიან განსაკუთრებული იუმორის გრძნობით“- ამბობს საჩხერეში მყოფი.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან 22 თებერვალს სპეცრეისით ჩამოიყვანეს და საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გაანაწილეს. ჩინეთში მყოფმა ქართველებმა სამშობლოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვეს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. 

წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved