• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, ხუთშაბათი, 7 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თილისმებივით არიან ჩემთვის, მინდა დიდხანს იცოცხლონ და იყონ ისე როგორც ესმით და სჯერათ“ – რას წერს ზურაბ შევარდნაძე

ალია ავტორი - ალია
14:30 06-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

მეზობლები მყავს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი, სამი ტყუპი და ციალა, ფრიალა და ცქრიალა ქვიათ. ოცი წელია ვუყურებ და დღესაც ვერ ვარჩევ რომელი რომელია ისე გვანან ერთიმეორეს, ამიტომ ცქრიალებს ვეძახი. ნაკვეთი, რომ ვიყიდე და ბაღის გაშენებას შევუდექი უკვე აქ ცხოვრობდნენ, რაღაც სახლის მაგვარი აეშენებინათ საცოდავად და იქ დასახლებულიყვნენ. ერთერთ მათგანს სამი შვილი ჰყავს, სამივე მოსკოვში ცხოვრობს, დანარჩენ ორს არასდროს ოჯახი არ ჰქონია, ცხოვრობენ ასე ერთად, ერთმანეთის ცხოვრებით, ჭირით და სიხარულით.
ეზო ისე აქვთ მოვლილი და მოწკრიალებული ზოგჯერ შემშურებია, როგორც თითონ ამბობენ ღუმუს ნატეხი, რომ დაგივარდეს არ უნდა შეგეზაროს, აიღო უნდა და შეჭამო.
სულერთია რომელს შეხვდებით, რა ვითარებაში, ან სად წინადადება იწყება ასე ” რა სახლი დავტოვეთ, რა ბიბლიოთეკა???…” და მთავრდება ასე : “დაბრუნება რომ იქნება…”
არადა დიდად ნაკითხ-ნაწერს არცრთი არ ჰგავს. თუ კიდევ ათხოვებ ყურს აუცილებლად გააგრძელებენ ; “რა სახლი დავტოვეთ, რა ბიბლიოთეკა?… სავსე გვქონდა კედლები ძვირფასი სურათებით, სტალინის გინდა, ლენინის გინდა, ბერიას კიდომ გვქონდა… დაბრუნება რომ იქნება..”
იმ თავიდან დღე არ გავა ისე, არ მოვიდეს ჩვენთან ან ერთი, ან მეორე, ან მესამე , ან ორნი ერთად ან სამივე. აუცილებლად რამეს მოიყოლებენ თან და კაფეში დიდ მაგიდაზე დადებენ. სადღესასწაულო დღეებში ბამბანერკას და ისე ჩვეულებრივ დღეებში ეზოდან რომელიმე ხილს ან კამფეტს ან რამეს. დედაჩემისთვის ხშირად უჩუქებიათ კალგოტკა, წინდა ან ღამის პერანგი. ესმა რომ დაიბადა დიდი მამალი ინდაური მაჩუქეს. მოვლენ დაჯდებიან, მოყვებიან იმ მთის, ამ მთის თავისებურად და უსათუოდ თავის ვერსიას სამეზობლოში გაგებული ამბის, დალევენ ყავას, აქაურს ყველა ამბავს შეაგროვებენ. გულდასმით გამოიკითხავენ ის რატომ აღარ დადის გაუშვი სამსახურიდან? დააშავებდა რამეს. ის გვიანობამდე რატომ რჩება მოუმატე ხელფასი? აქ გატარებულ ნახევარ საათში აკენკავენ ყველა წვრილმანს, სულს ამოგჭამენ და წავლენ…
უცნაურად გვიყვარს, ვმეზობლობთ და გვჭირდება ერთმანეთი. რომ არ გამოჩნდებიან ვკითხულობ დღეს ფრიალები იყვნენ? მოვისაკლისებ.
შვილები მოსკოვებიდან არ ჩამოდიან, არც შვილიშვილები, ამათ კი სულ ენატრებათ, დარდობენ და როცა მათ ამბავს გვიყვებიან თვალები აუცრემლიანდებათ. ჯავრობენ ჩვენ გვეპატიჟებიან ჩამოიდითო.. “არ შეგვიძლია, მოვხუცდით თუარა მაგათი დაპატიჟება რად მინდა მე მოსკოვში, სად იყვნენ მაგნები ჩვენ მოსკოვში რომ ვიარებოდით?! დაფის ფოთოლი, მიმოზა რაა იმასაც ფულად ვაქცევდით, ჩაი იყო თუ ციტრუსი სულ დაგვქონდა და ჩემოდნით ფული ჩამოგვქონდა.. ვაშენებდით ოჯახს, ვაძლიერებდით..” სასწაულებს ყვებიან მოსკოვში ვაჭრობაზე და რუსებზე, წიგნი დაიწერება.
არასასიამოვნო ამბებიც ყოფილა ჩვენს მეზობლურ ურთიერთობაში მარა ამისთანებს რავა ვიმჩნევთ, გვიყვარს ერთმანეთი და “იმიზა”. აღტაცებული მაქებენ სულ, უყვართ და მოსწონთ აქაურობა, ყველას უყვებიან მამაჩვენივით მშრომელია შავარდნაძეო.
მალე ავაშენე პატარა სახლი, ბაღიც მოვაწესრიგესავით და აქ გადმოვედი საცხოვრებლად. სათბურის ასაშენებლად რკინები და შუშები მოტანილი მქონდა და ეზოში მეწყო. შუა ღამეა მძინავს, უცნაურმა ხმამ გამაღვიძა. მოვიფარე საბანი და ეზოში გამოვედი. რას ვხედავ სამივეს დაუთრევია 12 მეტრიანი არმატურა და მიახოხიალებენ ჭიანჭველებივით.. დამინახეს, დააგდეს რკინა და სამივე მომდგა მეგრულად, დამაყარეს. “არ გვინახავს ჯერ კაცი შენისთანა არც დღე რომ არ ეძინოს და არც ღამე.. დაიძინე ამ შუა ღამეს რას დადიხარ ერთი მთვარეულივით უჰჰჰჰ”. “დიო თეცალ კოჩ ვამძირ , ვართ დღაშით ლურს დო ვართ სერითნი.” მაშინ კი გავბრაზდი მარა, მალე გადამიარა.
უცნაურად, მარტივად მოწყობილი და საყვარლები არიან.
ამას წინათ ფრიალამ, თუ რომელიღაცამ მითხრა “აღარ გეკადრება შენ ეს ჭიშკარი, მოხსენი აწი და შეცვალე, ათასი ხალხი დადის, ამდენი უცხოელი და არაა სირცხვილი?”
კი ვიფიქრე მართალია, ხომ იცი? მალე გამომაფხიზლა “მაგი ძველი შენ რაღად გინდა მე მაჩუქე, დავაყენებ და ჩემსას აგერ ლეილას ვაჩუქებ, ქვრივია და სულ არ აქვს ჭიშკარი, არც ფული აქვს კიდომ რომ იყიდოს..”
დალოცვა იციან კიდევ ისეთი ბებიაჩემის მერე რომ აღარ გამიგონია. სადაც მიდიხარ იქაც მშვიდობა დაგხვედროდეს და უკან დაბრუნებულს შინაც სიკეთე გქონდესო, სულ წაღმა და სიკეთით იარეო, ღმეღთმა და განგებამ ავი თვალი გაცილოს და სიკეთე, სიხარული გიმრავლოსო. დანარჩენი აღარ მესმის უკვე ჩავჯექი და წავედი..
თილისმებივით არიან ჩემთვის, მინდა დიდხანს იცოცხლონ და იყონ ისე როგორც ესმით და სჯერაც. კიდევ ის მინდა მათი შვილები და შვილიშვილები ჩამოდიოდნენ და გახარებულიც დავინახო ეს სამი უცნაური მაგრამ დაჩაგრული, საყვარელი ქალი, ციალა, ფრიალა და ცქიალა.
“დაბრუნება რომ იქნება..”
#GardeniaShevardnadze
ფოტო #ბადრივადაჭკორია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved