• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის სტაჟირების პროგრამაზე 1 020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა

ალია ავტორი - ალია
15:45 11-07-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

თიბისის სტაჟირების პროგრამამ, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად აცხადებს,  ტრადიციულად წელსაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. თიბისის სხვადასხვა მიმართულებაში სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა.

შერჩევის პირველი ეტაპი, ტესტირება, 700-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, გრძელდება. ფინალში გადასული საუკეთესო კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას თიბისიში 2025 წლიდან გაივლიან.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, 6-დან 12 თვემდე პერიოდში, თიბისის გუნდის  წევრები გახდნენ და რეალურ დროსა და სივრცეში მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საინტერესო პროექტის მართვასა და მათ დამოუკიდებლად განხორციელებაში, ისწავლონ წამყვანი პროფესიონალებისგან და კარიერაში პირველი დიდი ნაბიჯები გადადგან. პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები ყველა იმ უნარსა და ცოდნას შეიძენენ, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაში, სამომავლოდ კი, დასაქმებაში დაეხმარებათ, როგორც თიბისიში, ისე – მათთვის საინტერესო ნებისმიერ სხვა საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიაში.

თიბისის სტაჟირების პროგრამა მრავალფეროვანია და მასში მონაწილეობა სხვადასხვა  მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.

• ფინანსები
• ბიზნესი
• მაკროფინანსური ანალიზი
• ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი
• მონაცემთა ანალიზი
• იურიდიული მიმართულება
• ადამიანური კაპიტალი
• გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხები (ESG)

“განვითარებაში ყველაზე მეტად ჩვენივე შემოსაზღვრული ჩარჩოები გვიშლის. მათი გარღვევადა ამ ბარიერების დანახვა გვიჭირს, არადა, წარმატებისთვის ყველაზე მთავარია და ვფიქრობ,ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, სხვა ყველაფერთან ერთად, თიბისიში ყველაზე კარგადამას სწავლობ. ამიტომაც, თიბისი კარიერული დებიუტისთვის ყველაზე სასარგებლო ადგილია”, – მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი

თიბისის სტაჟირების პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს, მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, ვისაც საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და გამოირჩევა ცნობისმოყვარეობითა და გაბედულობით.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved