• რეკლამა
  • კონტაქტი
00:43, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის პარტნიორი კომპანია GEO MATIC მძღოლებს უნიკალურ სერვისს სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
15:31 07-05-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1000 ადამიანზე 418 ავტომობილი მოდის. ამ მონაცემის გათვალისწინებით (მანქანას ლამის ყოველი მეორე ფლობს), გასაკვირია, რომ კომპანია GEO MATIC–ის მიერ მძღოლებისთვის შეთავაზებული სერვისი დღემდე არ არსებობდა ქვეყანაში და მხოლოდ ახლა მკვიდრდება.

GEO MATIC-ის დანადგარებიდან, რომლებიც ავტოსამრეცხაოებსა და სხვა შესაბამის ადგილებში დაგხვდებათ, მომხმარებელს ორი სახის პროდუქტის შეძენა შეეძლება: მინის საწმენდი ერთჯერადი ტილოსი და ასევე ერთჯერადი მუყაოს ხალიჩის.

კომპანიის დაფუძნებელმა, შოთა გაბაიძემ, ამ იდეის განხორციელებაზე ფიქრი ორი წლის წინ დაიწყო:

„დანადგარის 4 სხვადასხვა მოდელის პროტოტიპი შევქმენით, რომელთაგან ერთი შეირჩა. დამზადების პროცესმა, დაახლოებით, წელიწადს გასტანა. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, ტექნოლოგიურად და ინოვაციურად უნიკალურია. ტილო, რომლითაც მანქანის მინებს ვწმენდთ და, ხშირად, მანქანაშივე ვინახავთ ხოლმე, უსიამოვნო სუნისა და ანტისანიტარიის წყაროა და სალონში მყოფებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, საფრთხეს წარმოადგენს. ერთჯერადი ტილო კი, რომელსაც ჩვენი დანადგარიდან მინიმალურ ფასად შეიძენთ, მიკრობოჭკოვანი, მრავალფუნქციური მასალისგანაა დამზადებული და მანქანის მინის როგორც შიდა, ისე გარე ზედაპირისთვის გამოიყენება. მეორე პროდუქტი, რომელიც მძღოლებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, ცხოვრებას გაუიოლებს, მუყაოს ერთჯერადი ხალიჩაა. ეს პროქდუქტი მანქანის სალონში სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნებას უწყობს ხელს (წვიმიან ამინდში, ქალაქგარეთ გასვლისას, სალონში მგზავრების ხშირი მონაცვლეობის შემთხვევაში და ა. შ.). ამ ხალიჩის შეძენაც იმავე აპარატიდან იქნება შესაძლებელი – ასევე მინიმალურ ფასად“.

ორივე პროდუქტი „ერთჯერადია“, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით. ანტიბაქტერიული, ბიოდეგრადირებადი ნაჭრის გამოყენება, თუკი მხოლოდ მინები იწმინდება, მრავალჯერადად შეიძლება, მთლიანად მანქანის გაწმენდის შემთხვევაში კი კომპანია ერთჯერადი გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. ხალიჩის მასალა (მუყაო) საკმაოდ გამძლეა, შეწოვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ ხალიჩა 4-5 დღის განმავლობაში ფუნქციურია.

ეს დანადგარები ავტომატურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და, დამფუძნებლის თქმით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მრავალ ადგილას განთავსება.

„ამ ეტაპზე აპარატები ლარიან სამრეცხაოებზეა გათვლილი, იქ ვდგამთ, მაგრამ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრების გარაჟებში, ავტობაზრობებზე და სხვა ადგილებზე დადგმა. 6 აპარატი უკვე თბილისშია, რამდენიმე დღეში დამატებით კიდევ 6 აპარატს ველოდებით. ამ აპარატების ნაწილის შეძენაში თიბისი ბანკი და აწარმოე საქართველო დაგვეხმარა. GEO MATICტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულების ბიზნესია. ამ მიმართულებას თიბისი განსაკუთრებით ახალისებს, ამიტომაც გადავწყვიტე სწორედ ამ ბანკთან დაკავშირება. ბიზნესის ტექნიკური ანალიზის გაცნობის, ხარჯთაღრიცხვის გაკეთების და სხვა დეტალების შეთანხმების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბანკის და ჩემი ხედვა დაემთხვა, შესაბამისად, თანხაც მარტივად გამოიყო“.

GEO MATIC–ის გეგმები სამ ეტაპს მოიცავს. პირველი ნაბიჯი დედაქალაქის მასშტაბით აპარატების მონტაჟია, რაც, სათანადო სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის თანხლებით, კომპანიისა და მის მიერ შეთავაზებული სერვისის პოპულარობას გაზრდის. ამის შემდეგ კომპანია საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეს ფრენშაიზინგი იქნება. ამ ბიზნესით დაინტერესებული პირი ამა თუ იმ ქალაქში კომპანიისაგან შეიძენს აპარატებს, რომელთა მონტაჟს, ფუნქციონირებას, მასალის მიწოდებას და ტექნიკურ საკითხებში დახმარებას GEO MATIC თავად უზრუნველყოფს.

მესამე ეტაპზე GEO MATIC აპირებს, ქვეყნის ფარგლებს გასცდეს და ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნის ბაზარი მოიცვას. ამჟამად მოლაპარაკები მიმდინარეობს ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved