თიბისის მხარდაჭერით, 5-6 დეკემბერს თბილისშიუძრავი ქონების გამოფენა და კონფერენცია ჩატარდება. ყოველწლიური ღონისძიება საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიასა” და “საქართველოს უძრავი ქონებისეროვნული ასოციაციის” (GNARE) ორგანიზებითგაიმართება.
გამოფენის მიზანია, შექმნას უნიკალური საკომუნიკაციოპლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებსბაზრის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებსა და საკონსულტაციოკომპანიებს;
უძრავი ქონების გამოფენა მოიცავს პრეზენტაციებსა დაპანელურ დისკუსიებს, რომლებზეც დარგში არსებულმთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებსგანიხილავენ. გამოფენის ფარგლებში, 5 დეკემბერს, დაგეგმილია თიბისი კაპიტალის კვლევის წარდგენაც, რომელიც უძრავი ქონების ადგილობრივ ტენდენციებსადა მომდევნო წლის პროგნოზებს მიმოიხილავს.
ღონისძიება ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სექტორისგანვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოსსაინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისოპარტნიორებისთვის გაცნობას. Ხოლო ბიზნესისთვისგაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ, ისესაერთაშორისო ბაზარზე.
გამოფენაში მონაწილეობს 50-მდე დეველოპერულიკომპანია; ასევე, ადგილობრივი საბროკერო კომპანიები, რომლებიც დამსწრეებს სხვადასხვა შეთავაზებასადგილზევე გააცნობენ.
ღონისძიება საინტერესოა როგორცპროფესიონალებისთვის, ისე ცალკეულიდაინტერესებული პირებისთვისაც – სტუმრები შეძლებენ,დაათვალიერონ ბაზარზე არსებული თითქმის ყველაშეთავაზება და მიიღონ განსაკუთრებული პირობები.
წელს გამოფენის ფარგლებში გაიმართებასაერთაშორისო კონფერენციაც, რომელზე დასწრებაშესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით,:https://forms.gle/8xRzFsNrqTo2rANU8
ღონისძიების დღის წესრიგის გასაცნობად, ეწვიეთბმულს: https://www.rew.ge/agenda/
(R)














კომენტარები