• რეკლამა
  • კონტაქტი
12:15, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
16:21 09-29-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
426

თიბისის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში, შატო “ვაინერა” გაიხსნა. მულტიფუნქციური კომპლექსი 14-ნომრიან სასტუმროს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოსა და ქართული და ევროპული ჯიშის ვენახებს აერთიანებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს, საიდანაც 5 მილიონამდე ლარი თიბისის დაფინანსებაა. ბანკის მხარდაჭერით, “ვაინ ერა” ასევე ჩართულია სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და “სოფლის განვითრების სააგენტოს” სესხის თანადაფინანსების პროგრამებში.

რესტორნები, საკონფერენციო და მოსასვენებელი სივრცეები სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.

16 ჰექტარზე გაშენებულ ვენახში კომპანიას მოჰყავს საფერავი, მერლო, სირა, კაბერნე სოვინიონი და სოვინიონ ბლანი. ვენახები სრულად წვეთოვანი სისტემით ირწყვება ტერიტორიაზე მოწყობილი ხელოვნური ტბის მეშვეობით. ტექნოლოგია ვაზს იცავს ზედმეტი დატენიანებისა და გამოშრობისგან, რაც პროდუქტის ხარისხზეც აისახება.

„ვაინ ერას“ ღვინის საწარმო 400 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებასა და გადამუშავებას შეძლებს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით წარმოებული იტალიური მანქანა-დანადგარებითა და ყურძნის გადამამუშავებელი ხაზით. სამომავლოდ კომპანია დამატებით 17 ჰა-ზე ვენახების გაშენებასადა წარმოების გაზრდას გეგმავს.

“ვაინ ერა” GD ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის 10-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტი აქვს დაფინანსებული.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისა და საქართველოს რეგიონების განვითარებას, ასევე, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. “ვაინერას” კომპლექსის დაფინანსებით, ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორთან ერთად, სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის განვითარებას უწყობს ხელს. აგრორსექტორში თიბისის პორტფელი 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 38%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება მეღვინეობას, 2022-2025 წლებში თიბისის ამ სექტორში 260 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved