• რეკლამა
  • კონტაქტი
04:14, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
15:38 10-20-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
522

თიბისის მხარდაჭერით, კომპანია “ასკანელმა” გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში, საბრენდე ღვინის საწარმო გახსნა. ქარხანა 22 ათასტონა ყურძენს გადაამუშავებს და 6 მილიონ ბოთლ ბრენდს აწარმოებს.

20-მილიონი ევროს ღირებულების პროექტის მთავარი პარტნიორი თიბისი იყო, ბანკმა ქარხანა 14 მილიონი ლარით დააფინანსა.

საწარმოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება, პროდუქცია კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე,10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება.

თიბისისა და კომპანია “ასკანელს” პარტნიორობის 22-წლიანი ისტორია აქვთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთობლივად 70 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა: თანამშრომლობა მოიცავს: რთველისა და ვენახების დაფინანსებას,ღვინის წარმოებისთვის საჭირო ცისტერნებისა და დანადგარების შეძენას, სასტუმროს მშენებლობას.

“თიბისისა და „ასკანელის“ თანამშრომლობა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გრძელდება. ბაკურციხეში ახალი საწარმოს გახსნით, ერთი მხრივ, ხელს ვუწყობთ რეგიონების განვითარებას, ხოლო,მეორე მხრივ, ქართული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას. ღვინო და სპირტიანი სასმელებიმნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტებია, ამიტომ ბანკისთვის პრიორიტეტულ სექტორებად რჩება. წელს თიბისის კორპორატიულმა მიმართულებამ რთველი 60 მილიონი ლარით დააფინანსა. ბოლო სამ წელიწადში კი ღვინის სექტორში ჩვენი პორტფელი 40%-ით გავზარდეთ – დაფინანსებამ 285 მლნ ლარს გადააჭარბა”,-გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„ეს არ არის მხოლოდ ქარხნის გახსნა, ამ პროექტით ჩვენ ვდებთ ფუნდამენტს ქართული ბრენდისა და ღვინის მომავალში. უპირველესად, ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა ჩვენი გლეხებისთვის. ბაკურციხეში გახსნილი ახალი კომპლექსი, თავისი 22,000 ტონა სიმძლავრით, ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით სტაბილურ აგრო-ეკონომიკურ ჰაბს, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება. მეორე, ეს არის ხარისხისა და ინოვაციის ახალი სტანდარტი – ჩვენი მიზანია, ქართული საბრენდე ღვინომასალის ხარისხი უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. და მესამე, ჩვენ ვქმნით ეროვნულ ღირსშესანიშნაობას, როცა ბორდოს ღვინის ქალაქის ავტორი, ანუკ ლეჟანდრი,გვიპროექტებს კომპლექსს. შემდეგ ეტაპზე აქ მუზეუმიც აშენდება, რომელიც ქართული ღვინის 8000-წლოვან ისტორიას თანამედროვე, ინტერაქტიული 3D სივრცეებით გააცოცხლებს”, – გოჩა ჩხაიძე, კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved