• რეკლამა
  • კონტაქტი
20:18, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის კამპანია აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით

ალია ავტორი - ალია
15:20 08-08-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
350

ამ ვიდეოს ვუძღვნით აგვისტოს ომში და შემდეგომი ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს, საკუთარი სახლებიდან დევნილ დასაოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენს ქვეყანას, რომლის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 228 სამოქალაქო პირი, 170სამხედრო და 14 პოლიციელი; საკუთარ მიწაწყალზე დევნილად იქცა 20 000-ზე მეტი ადამიანი, საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი; ოკუპაციამ დააშორა ადამიანები, შუაზე გაყო სახლები, ეზოები, სალოცავები, მინდვრები და ვენახები. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხორებ ადამიანებს მავთულხლართებს მიღმა უწევთ ურთიერთობა. დღემდე მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, რომელსაც თან სდევს ოკუპანტების მხრიდან ადამიანების მკვლელობები, გატაცებები და უკანონო დაპატიმრებები.  

თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. ჩვენი ბრენდისთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებზეც ვაშენებთ ყველა დანარჩენს.  გვჯერა, რომ ოკუპაცია და ყველა მავთულხლართი დროებითია და რომ ორივე მხარეს საქართველოა. დიდება გმირებს! 

https://we.tl/t-xslG21NBSG

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების შეძლებისდაგვარად გასამარტივებლად, თიბისი ორ საქველმოქმედო პროექტს დაუჭერს მხარს:  

 

ნატვრის სახლი სოფელ ერგნეთში 

 

ფონდი „ინდიგო“ რამდენიმე წელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, მავთულხლართიდან 250 მეტრში მუშაობს. აქ მცხოვრები ბავშვების დიდი სურვილია, აშენდეს „ნატვრის სახლი“, რომელშიც ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას, განათლების მიღებას და განვითარებას შეძლებენ. ამ სახლისთვის „ინდიგოს“ უკვე აქვს არქიტექტურული პროექტი და ახლა აშენებისთვის საჭირო თანხის მობილიზებაზე მუშაობს. თიბისი პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ პროექტს მხარი დაუჭირა და მის განსახორციელებლად 10 000 ლარი გამოყო.  

 

სოფელ ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი 

 თიბისი არის მეკლდეურთა კლუბის მიერ სექტემბერში დაგეგმილი ცოცვის ფესტივალის მხარდამჭერი, რომელსაც 10 000 ლარით დაეხმარება. კლუბი დაარსდა 2015 წელს ნიქოზში და აერთიანებს 30-მდე ახალგაზრდას, რომელიც სპორტულ ცოცვაში ვარჯიშობს. ბავშვები არიან საოკუპაციო ზოლისმიმდებარე სოფლებიდან. 2017 წლიდან კლუბი იღებს მონაწილეობს საქართველოში ჩატარებულ სხვადახვა ტურნირებში; აქვს მოგებული პრიზები, მათ შორის,საქართველოს ჩემპიონობაც. ფესტივალი ჩატარდება 6 სექტემბერს, სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 10 წლამდე, 12 წლამდე და 14 წლამდე. ფესტივალში მონაწილეობას საშუალოდ 70 მოყვარული სპორტსმენი მიიღებს, როგორც თბილისიდან ისე რეგიონებიდან: ნიქოზი, ბედიანი, ქუთაისი, ყაზბეგი და სხვა.  

სპორტული ცოცვა დღეს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სპორტად არის დასახელებული. საქართველოშიც დღითი დღე იმატებს მოყვარული მეკლდეურების რაოდენობა. ფესტივალის ჩატარების მიზანია, ხელი შეუწყოს სპორტული ცოცვის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას და რეგიონის მიმართ უფრო მეტიყურადღების მიპყრობას. ნიქოზი უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალს და სწორედ ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია, ასეთ რეგიონში მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved