• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

ალია ავტორი - ალია
13:51 09-07-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

თიბისიმ, კურორტ გოდერძიზე, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, საინვესტიციო ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე ინვესტორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს.

თიბისი კაპიტალის გუნდმა მონაწილეებს საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მიმოხილვა წარუდგინა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა კი გოდერძის განვითარების გეგმებისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა კურორტის ინფრასტრუქტურა და განვითარების შესაძლებლობები ადგილზე დაათვალიერეს.

კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, ბიზნესის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები.

“ინვესტორებს გავაცანით გოდერძის განვითარების გეგმები და ის პოტენციალი, რომელიც ამ ოთხსეზონიან კურორტს აქვს. თიბისისთვის აჭარა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონია – ჩვენ აქ 740 კომპანიის პარტნიორი ვართ. მათთან ერთად ვახორციელებთ პროექტებს სხვადასხვა სექტორში და ხელს ვუწყობთ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. აჭარაში ჩვენი პორტფელი სრულად 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს; 49%-იანი წილით კი ბაზრის ლიდერები ვართ ბიზნესის დაფინანსებაში. გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გოდერძიზე სრულიად ახალ შესაძლებლობებს შევქმნით”, – გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და განვითარების უწყვეტი ციკლი რეგიონულ ჭრილშიც მზარდ დინამიკაშია და ის ფაქტი, რომ აჭარა დღეს მრავალი თვალსაზრისით საინტერესო ადგილია, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონფერენცია და შეხვედრა იმართება, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიმზიდველობას როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს ინიციატივების განხილვების თვალსაზრისით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის არა მარტო ზღვისპირა ნაწილის, არამედ მაღალმთიანეთის სწრაფი განვითარება, იქ არსებული მრავალფეროვანი პოტენციალის გათვალისწინებით. წელიწადის ოთხივე სეზონზე კურორტი გოდერძი ამ კუთხით, სრულად პასუხობს ბიზნესინტერესების ფოკუსში არსებობის სტანდარტებს და თამამად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აჭარის მაღალმთიანეთის მარგალიტი – როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის გაძლიერების კუთხით, რაც წარმოაჩენს კიდეც მთის კურორტების მნიშვნელობას რეგიონის მიმზიდველობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს კონფერენციაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის და არა მხოლოდ, ცნობილი კომპანიები და დაინტერესებული პირები იღებენ მონაწილეობას, ასევე აქტიურად არიან ჩართული ჩვენი რეგიონის შესაბამისი უწყებები და დეპარტამენტები; იმედი მაქვს, ისინი ბევრ აქტუალურ საკითხს განიხილავენ და ერთობლივად გამოკვეთენ ჩვენი რეგიონის განვითარებისა და აჭარის მაღალმთიანეთის გაძლიერების სამომავლო პერსპექტივებს. მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ წამოწყებას დაუჭირა მხარი და იდეიდან რეალობამდე მიიყვანა ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved