• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

ალია ავტორი - ალია
13:03 09-02-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

9 სექტემბერს, თბილისში Testers’ Day 2026გაიმართება. ღონისძიება, რომელიც საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროფესიონალებს, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და QA სფეროს ლიდერებს კიდევ ერთხელ გააერთიანებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი.

Testers’ Day საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტესტირების სფეროს განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება. 2026 წლის ღონისძიება GeoSTQB-ის ორგანიზებით გაიმართება და ISTQB-ის საერთაშორისო Conference Network-ის ნაწილია.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემები ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავს – ხელოვნური ინტელექტისა და ტესტირების მომავალი, რეალური ტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, QA ბაზრის მიმდინარე ტენდენციები, პროფესიული განვითარება, გუნდური მუშაობა და ხარისხის კულტურა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება, გაეცნონ რეალურ ქეისებს და ჩაერთონ დისკუსიებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში.

„ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შექმნას არ ნიშნავს – მნიშვნელოვანია ადამიანების, პროფესიული ცოდნისა და იმ კულტურის გაძლიერებაც, რომელიც ხარისხიან ტექნოლოგიურ პროდუქტებს ქმნის. ტესტირება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია Testers’ Day-ის მხარდაჭერა და იმ პროფესიული საზოგადოების გაძლიერებაში მონაწილეობა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის უკეთეს ციფრულ გამოცდილებას“ – აღნიშნავს ალექსანდრე ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამული ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი.

თიბისი ტექისთვის ტექნოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერა მისი ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ტექნოლოგიურ საზოგადოებასთან, მხარს უჭერს პროფესიულ ღონისძიებებს, ცოდნის გაზიარებასა და ახალი თაობის ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved