• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

ალია ავტორი - ალია
17:17 11-26-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9

თიბისი კაპიტალმა სურსათითა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ვაჭრობის სექტორისთვის (FMCG) 2025 წელი შეაჯამა და პარტნიორებს, ტრადიციულად, ახალი კვლევა წარუდგინა.

ადგილობრივ ტენდენციებთან ერთად ღონისძიებაზე სტუმრებს ევროპული გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სტუმარმა, პოლონეთის უმსხვილესი სასურსათო ქსელის – Żabka-ს – პოლონეთის ბიზნესის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მანიკოვსკიმ.

კომპანია 27 წელია ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს – ამ დროის განმავლობაში Żabka-ს ქსელი 7 ფილიალიდან 12 200-მდე ფილიალამდე გაიზარდა; მაღაზიათა ქსელი 2024 წელს პოლონეთის საფონდო ბირჟაზე დაილისტა და საბაზრო კაპიტალიზაციამ 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. Żabka პოლონეთის საზღვრებსაც გასცდა და აქტიურად იმკვიდრებს თავს რუმინეთში.

ბაზრის ზომისა და ზრდის ტემპების გათვალისწინებით, ქართული FMCG სექტორისთვის Żabka-ს გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სურსათითა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. 2024 წლის მონაცემებით, სექტორის წილი მშპ-ში 15.4%-ს შეადგენს და ქვეყნის მასშტაბით 225 ათას ადამიანს ასაქმებს.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, FMCG სექტორი 2025 წელს მოსალოდნელზე სწრაფად, თითქმის 10%-ით, გაიზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით კი, წლიურ ჭრილში ბაზრის ზომა 24.2 მილიარდ ლარს გაუტოლდება.  FMCG ბაზრის 87% ამ ეტაპზე 5 უმსხვილეს კომპანიაზე ნაწილდება: „დეილი ჯგუფი“, „ორი ნაბიჯი“, „ნიკორა“, „კარფური“და „აგროჰაბი“. 

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით,  ადგილობრივი მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯების 45% სწორედ სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე მოდის. მოქალაქეები კი პროდუქციის შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ფასებს აქცევენ.

თიბისი კაპიტალი მომდევნო წლებში FMCG სექტორში ზრდის ტემპის დასტაბილურებას პროგნოზირებს. კვლევის მიხედვით, მიგრანტების დანახარჯების კლების მიუხედავად, ხელფასებისა და ტურისტული შემოსავლების ზრდა, ასევე სარესტორნო ბიზნესის ბრუნვის მატება, სექტორის ზრდის წინაპირობაა.

FMCG სექტორის შესახებ კონფერენცია პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიას მოიცავდა.  თემაზე – “ზრდის არქიტექტურა FMCG ინდუსტრიაში“- თიბისის წარმომადგენლებთან ერთად ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა იმსჯელეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ტიერი ჟულენმაც, რომელიც რეგიონში “კარფურის” ექსკლუზიური წარმომადგენლის – Majid Al Futtaim-ის –  საერთაშორისო ზონის აღმასრულებელი საოპერაციო ოფიცერია.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

17:17 11-26-2025
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში

14:03 11-26-2025
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved