• რეკლამა
  • კონტაქტი
07:39, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს

ალია ავტორი - ალია
11:24 10-02-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც ფულადი სახსრების უფრო მომგებიანად და ეფექტიანად მართვას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე თიბისი კაპიტალმა ლიკვიდობისმართვის ახალი სერვისი წარადგინა, რომელიცბიზნესს მათზე მორგებულ საინვესტიციოგადაწყვეტილებებს სთავაზობს. სერვისი მოიცავს: კომპანიების ფულადი სახსრების ანალიზს, მათზემორგებული საინვესტიციო პორტფელის შექმნასა დამართვას. 

ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდებში თანხის დაბანდება განვითარებულ ბაზრებზედამკვიდრებული პრაქტიკაა. ამ ინსტრუმენტებში ინვესტირება კომპანიებისთვის უფრო მოქნილი, დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანია, ვიდრე ტრადიციულ აქტივებში. საქართველოში კი ბიზნესითანხის განსათავსებლად ძირითადად საბანკო დეპოზიტებს ირჩევს. კერძოდ, ბიზნესი თავისუფალი ფულადი რესურსების მხოლოდ 2%-ს აბანდებსფასიან ქაღალდებში, უდიდესი ნაწილი კი – საბანკო დეპოზიტებშია განთავსებული.

წლიდან-წლამდე ქვეყანაში ახალ საინვესტიციო ინსტრუმენტებზე მოთხოვნა იზრდება. თიბისი კაპიტალის სერვისების მეშვეობით დღეს ბიზნესსშეუძლია, ინვესტირება სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტში განახორციელოს დამრავალფეროვანი პროდუქტებით ისარგებლოს, როგორებიცაა: საბროკერო სერვისები, მხარდაჭერა ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, კვლევები და პროფესიონალური კონსულტაციები.

თიბისი აქტივების მართვამ კორპორატიული კლიენტებისთვის გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო ფონდების უპირატესობები წარადგინა: ფონდები მომხმარებლებს ექსკლუზიურ წვდომას აძლევს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფილი სესხების პორტფელზე, რომლითაც შესაძლებელია სტაბილური შემოსავლის მიღება დივერსიფიცირებული რისკით. თიბისი აქტივების მართვის საკრედიტო ფონდების შემოსავლიანობამ ბოლო 12 თვეში უძრავი ქონების გაქირავებითა და ობლიგაციებით მიღებულ შემოსავლიანობას გადააჭარბა; მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კი მოსალოდნელი სამიზნე მომგებიანობა 8.5-9.5%-ის ფარგლებშია.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. კომპანიებმა, რომლებიც აქტიურად იყენებენ ალტერნატიულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, საკუთარი გამოცდილება გააზიარეს და პროდუქტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში ეხმარებათ.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved