• რეკლამა
  • კონტაქტი
00:42, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

ალია ავტორი - ალია
13:50 10-21-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

8-9 ოქტომბერს, ტაშკენტმა ბიზნესკონფერენციას უმასპინძლა სახელწოდებით – ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა”. ორგანიზატორი გაყიდვების ასოციაცია, მთავარი მხარდამჭერი კი – თიბისი იყო.

50-მდე მონაწილე ქართული კომპანია ორი დღის განმავლობაში ასობით პოტენციურ პარტნიორს, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა და მათ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება გააცნო. კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა მათთვის, ვისაც უზბეკეთის მზარდ ბაზარზე პოზიციონირება აქვს დაგეგმილი.

უზბეკეთის მრავალმილიონიანი ბაზარი საერთაშორისო ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა, როდესაც ქვეყანაში რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა. განსაკუთრებით გაიზარდა ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა. ეს შესაძლებლობა კარგად დაინახა პროფესიონალთა გუნდმა, რომელსაც საქართველოში 8-წლიანი გამოცდილება აქვს და გამოფენაზე ორი კომპანიით იყო წარმოდგენილი.

„ორივე კომპანია: ,,ელექტრაფეი’’ – საგადახდო სერვისების პროვაიდერი და ,,კოინმანია’’– ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. დაინტერესებულ პირებს გავაცანით ორი პროდუქტი: კრიპტოსაფულე და კრიპტოს კონვერტაციით გადახდის სერვისი. მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველს ვირტუალურ აქტივს, ხოლო ბიზნესი იღებს თანხას ეროვნულ ვალუტაში. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოსერვისები კომპლექსური დარგია, ჩვენი სერვისები სიმარტივითა და მოქნილობით გამოირჩევა. ჩვენი პროდუქტი მორგებულია როგორც ბიზნესის, ისე – ფიზიკური პირების ინტერესებსა და ტექნოლოგიურ საჭიროებებს. ვფიქრობთ, უზბეკეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვიქნებით“, – თათული ქოჩაკიძე.

ბიზნესკონფერენცია საინტერესო და ერთგვარი მოტივატორი აღმოჩნდა კომპანია „ვეზირისთვის“, რომელიც ქართულ ბაზარზე 30 წელია ოპერირებს ტელეკომუნიკაციის, IT და უსაფრთხოების მიმართულებით.

„გამოფენაზე წარმოდგენილები ვართ პარტნიორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად. გვქონდა შეხვედრები რამდენიმე მსხვილი ბანკის წარმომადგენელთან. ‘’ვეზირი’’ ეხმარება კომპანიებს უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში, როგორიცაა ვიდეომეთვალყურეობა, დაშვების კონტროლი, სახის ამოცნობა, ხანძრის სისტემები. საქართველოში რამდენიმე სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოება ჩვენ მიერ არის უზრუნველყოფილი. ამჟამად, თიბისის სათავო ოფისზე ვმუშაობთ. უზბეკეთმა ახლახან დაამტკიცა AI განვითარების სტრატეგია და გვინდა ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების პოპულარიზაცია მოვახდინოთ“, -დავით ანთაძე.

ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, „კონსიერჟ თბილისი“ პრემიალურ სეგმენტს ყველა „დახურული კარის“ გაღებას ჰპირდება.

„ჩვენ ვქმნით გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს. თითოეულ მომხმარებელს მასზე მორგებულ თავგადასავალს და აღმოჩენებს ვპირდებით. მას შეუძლია მოხვდეს დახურულ ელიტურ წვეულებაზე, ან სურვილის შემთხვევაში, ყველაზე უკაცრიელ ადგილას. სპეციალურად ბაზარზე შემოვიყვანეთ ღამის კონსიერჟი. ჩვენ შერეულ სეგმენტზე ვმუშაობთ. უზბეკეთის ბაზარი იმითაც გამოირჩევა, რომ არ უყვართ ბევრი ფიქრი გადაწყვეტილების მიღების დროს, ძალიან მალე უნდათ კონკრეტული პროდუქტი. ჩვენ კი დიდი გამოცდილებით და ცოდნით შემოვდივართ აზიურ ბაზარზე“, -ნინო სხირტლაძე.

კვლევა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა. სწორედ ამიტომ ეწვია ტაშკენტს „ანოვას“ გუნდი.

“ჩვენ ვეხმარებით ბიზნესის განვითარებას იმ კუთხით, რომ მათ ისეთ ინფორმაციას ვაწვდით, რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის სჭირდებათ. „ანოვას“ პროდუქტით მსხვილი ბიზნესი ინტერესდება და მრავალპროფილურ კვლევას ვატარებთ. თავს ვიწონებთ და ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესებს ღირებულ პროდუქტს ვთავაზობთ. უზბეკური ბაზარი არის ახალი გახსნილი და ბევრი თავისუფალი ნიშაა.სადაც ბიზნესი ვითარდება, იქ კვლევისა და კონსულტაციის საჭიროება ჩნდება. შესაბამისად, ჩვენი მომსახურებაც აქტუალური ხდება“, – ხათუნა მაღლაკელიძე.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved