• რეკლამა
  • კონტაქტი
05:00, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე

ალია ავტორი - ალია
16:16 04-28-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
298

სამი წლის წინ, როცა წნორში  ხორბლის ყანას ჭიაგაუჩნდა, ფერმერმა  ვასილ მირიანაშვილმა აღმოაჩინა, რომ ტრაქტორით შეწამვლისას ხარჯი დიდი იყო და თავთავის მოსავლის 5 % –საზიანებდა. პროფესიით აგრონომმა ეფექტური გამოსავალი იპოვა და  ეს საქმე დრონებს მიანდო. გადაწყვეტილებამ გაამართლა.  დრონებმა 80 ჰექტარზე გაშენებული თავთავი ორ დღეშიშეწამლეს… რაც მთავარია – უდანაკარგოდ.

 

ძმებ მირიანაშვილებს მიწა ანდერძით არ მიუღიათ, 1998 წელს შეიძინეს და საოჯახო ბიზნესინაბიჯ–ნაბიჯ განავითარეს. ახლა, ამ ფართობზე სხვადასხვა ჯიშის ხორბალი, ქერი და მზესუმზირა მოჰყავთ.

 

აღმოჩნდა, რომ ნიადაგი და ადამიანი ერთმანეთს ჰგავს– ერთფეროვნება და სიახლეების მიუღებლობა ორივეს თანაბრად ფიტავს.

 

„მცენარეთა მონაცვლეობა აუცილებელია. მაგალითად, მუდმივად ხორბალს ვერ დათეს, ნიადაგს ცუდ მდგომარეობამდე მიიყვან.  მემარცვლეობაში თესლთბრუნვა და ახალი ჯიშების შემოტანა აუცილებელია.  წელს ფრანგული ჯიშის ხორბალი დავთესე, რომელიც   დაავადების მიმართ გამძლეა და ცხობისთვისაა იდეალური.“– გვიხსნის ვასილ მირიანაშვილი.

 

წლებს გამოცდილება თავისით არ მოაქვს. ძმებსბიზნესში ფუნქციები გაყოფილი არ აქვთ, თუმცა ორივე მუდმივად ყანაში, ან მის ირგვლივტრიალებს. აკვირდებიან პროცესებს, ყველა ახალი პრეპარატის ბაზარზე გამოჩენისას სიღრმისეულად იკვლევენ, იძიებენ ინფორმაციას ან კონსულტაციას სხვა სპეციალისტებთან გადიან. მართალია,  საკუთარი ხორბლით პურს არ აცხობენ, მაგრამ ერთი თვალის შევლებითაც შეუძლიათ  ხარისხის ამოცნობა.

 

„ივლისში როგორც კი მოსავალს აიღებ, ნიადაგი მაშინვე უნდა  დაამუშავო, რომ სარეველა არ განვითარდეს. შემდეგ გვალვის რისკია, რის დროსაც მიწა გასკდება და ფენას დავკარგავთ. მემარცვლეობა მთელი წლის განმავლობაში მოითხოვს ყურადღებას“ –ამბობს ფერმერი.

 

კახეთში ხორბლის მოყვანას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ალაზნის ველის ტერიტორია, სადაც წნორიც მდებარეობს, ნაყოფიერი ნიადაგით გამოირჩევა და იდეალურია მარცლეულის მოსაყვანად. “კარგ შედეგად ერთ ჰექტარზე 5-6 ტონა მოსავლის მიღება ითვლება. ყოფილა შემთხვევა 7 ტონაც აგვიღია. თუ ყველაფერს ზუსტად გავაკეთებთ  საქართველოში გვექნება საშუალება რომ მოთხოვნის 45 % დავაკმაყოფილოთ”- განმარტავს მირიანაშვილი.

 

თუმცა, სიზუსტე წარმატების ფორმულისთვის ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ცოდნას, გამოცდილებას, მცენარეებისადმი ზრუნვას დასწორ გადაწყვეტილებებს ამ ბიზნესში ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იღბალი– ( ამ შემთხვევაში “ამინდი” ემატება).

 

ვენახისგან განსხვავებით, პურის ყანას უამინდობისგან ვერაფრით დააზღვევ. მსგავსი ტექნოლოგიები ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ასეთ დროს, კი ფერმერისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი სანდო ფინანსური ინსტიტუტია. წლებია მარიანაშვილები თიბისის იაფი აგროსესხით სარგებლობენ.

 

„ბევრჯერ მქონდა შემთხვევა, როდესაც  ყანა დაისეტყვა და მოსავლის მხოლოდ 30 % ამიღია. აქ ბუნებრივია, მოგებაზე საუბარი არ ყოფილა. ნდობა არის ის, რაც მეწარმეს და ბანკს უნდა აკავშირებდეს. თიბისის ასეთ დროსაც გაუგრძელებია ჩემთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ მენდობა მეც და ჩემს საქმესაც. ეს ურთიერთობა უკვე წლებია გრძელდება, რაც სიმშვიდის, პარალელურად კი განვითარების საშუალებას მაძლევს“–ამბობს ფერმერი.

 

განვითარების გეგმებში კი  სამაცივრე მეურნეობა და ახალი ფართობის ათვისებაა, სადაც სურთ მრავალწლიანი ნარგავები გააშენონ.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved