• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი 33 წლისაა – თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

ალია ავტორი - ალია
15:39 12-17-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

17 დეკემბერს თიბისი 33 წლის გახდა. სამი ათწლეულის განმავლობაში თიბისის ბრენდის განვითარების ყოველ ეტაპს ჰქონდა თავისი მიზეზი, კონტექსტი და მიზანი — და თითოეულ მათგანს ერთი მთავარი გზავნილი აერთიანებს – „მთავარიაგჯეროდეს“. სწორედ ეს რწმენა არის თიბისის ისტორიის საფუძველი.

თიბისის 33-წლიანი გზა დიდწილად განსაზღვრა კომპანიის გამორჩეულმა კორპორაციულმა კულტურამ და კულტურის ხუთმა ელემენტმა, რომლებიც კომპანიის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია: გუნდურობა, მომხმარებელზეორიენტირებულობა, მიზანსწრაფულობა, გამბედაობა და მოუსვენრობა.

თიბისის განვითარების ისტორიის თითოეული ეტაპი სწორედ ამ ღირებულებებს ეხმიანება.

გუნდურობა თიბისის წარმატების საფუძველი თავიდანვე გახდა. 1992 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში 200-ზე მეტი ბანკი არსებობდა, თიბისის გუნდმა შეძლო და მოკლე დროში ქვეყნის წამყვანი ბანკების ათეულში დაიმკვიდრა ადგილი. ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანის შედეგი — წარმატების უკან ძლიერი გუნდი იდგა.

მომხმარებელზე ორიენტირებულობაგანსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა 2000–2010 წლებში. ამ პერიოდში თიბისიმ გააფართოვა საქმიანობის არეალი და საბანკო პროდუქტებთან ერთად დაიწყო მომხმარებელთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების, ახალი შესაძლებლობების შექმნა. კულტურის ეს ელემენტი სრულ თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან – გავუმარტივოთადამიანებს ცხოვრება.

მიზანსწრაფულობამ განსაზღვრა 2011–2020 წლების განვითარება. ამ წლებში თიბისიმ შემოიერთა რესპუბლიკა და კონსტანტა ბანკები, შექმნა ციფრული ეკოსისტემა — თინეთი, თიბისი დაზღვევა და თიბისი ლიზინგი, 2014 წელს კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, რაც კომპანიისთვის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.

გამბედაობა მიზანსწრაფულობის ბუნებრივი გაგრძელებაა. სწორედ ამ გამბედაობის შედეგად, 2020 წელს თიბისი უზბეკეთის ბაზარზე გავიდა და წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ის, რაც ერთ დროს შეუძლებელ მისიად მიიჩნეოდა, ახლა რეალობაა და თიბისი დღეს საერთაშორისო კომპანიაა მილიონობით მომხმარებლით და მუდმივად მზარდი მასშტაბით.

თიბისის კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მოუსვენრობა — მიღწეულით არასდროს დაკმაყოფილება და ინოვაციურობისაკენ მუდმივი სწრაფვა. თიბისის ტექნოლოგიურობა და ციფრული განვითარება სწორედ მოუსვენრობის შედეგია. ამავე სულისკვეთების გაგრძელებაა თიბისის ახალი სათაო ოფისი – თანამედროვე, ტექნოლოგიური, მდგრადობის სტანდარტებით შექმნილი, ადამიანებზე ორიენტირებული, რეგიონში გამორჩეული არქიტექტურული და სამუშაო სივრცე – სადაც სულ მალე თიბისის ბრენდის ისტორიის ახალი თავი დაიწერება.

თიბისიში გვჯერა, რომ ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობა ორმხრივი გზაა. ჩვენ არა მხოლოდ ვიღებთ, არამედ ვაბრუნებთ – მადლიერების ნიშნად, ვქმნით შესაძლებლობებს ჩვენი მილიონობით ერთგული მომხმარებლისთვის და ჩვენი წვლილი შეგვაქვს საზოგადოების განვითარებაში. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები განათლების, ბიზნესის მხარდაჭერის, მდგრადი განვითარების, კულტურის სფეროს მხარდაჭერისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით – საუკეთესოდ ეხმიანება თიბისის ძირითად გზავნილს – მთავარია გჯეროდეს.

დღეს თიბისის წარმატების ისტორიას ქმნის 25 მილიონი მომხმარებელი და 14 000 თიბისელისაქართველოსა და უზბეკეთში, ვისაც სჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და საერთო მიზნების. თავდაჯერების, მიზანსწრაფულობის, მოუსვენრობისა და გამბედაობის 33 წელი— ეს არის თიბისის გზა დღემდე და საფუძველი მომავალი გამარჯვებებისთვის.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved