• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თეონა კონტრიძეს რუსი ქმარი ჰყავს, აქ რომ ჩამოვლენ, ვინმემ უნდა გაბედოს და შეურაცხყოფა მიაყენოს?” – ხათუნა ჟორდანია

ალია ავტორი - ალია
06:26 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
627

ხათუნა ჟორდანია “პრაიმტაიმთან” ამბობს:

“სპეციალურად არ შევდივარ ფეისბუქში, რადგან არ ვნახო ის რაც დღეს ხდება. მე ხათუნა ჟორდანიას, რომელსაც ორი ერის სისხლი მაქვს, არ მომწონს ის კატეგორიული განწყობა რაც რუსების მიმართ აგორდა საქართველოში. ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველას მსგავსად, ომი მეც მძულს, გული მიჩერდება იმ საშინელ ამბებზე, რაც უკრაინელ ხალხს ჭირს. მაგრამ ერთი მანიაკის გამო, მთელი რუსი ხალხის შეძულება, მგონია, რომ შეცდომაა. ჩემი სუბიექტური მოსაზრება ესაა. ეს იგივეა, რომ ვინმეს, საზღვრებს გარეთ სძულდეს სააკაშვილი, ან ივანიშვილი და მათ გამო, მთელი საქართველო და ქართველები შეიძულოს. რუსი ხალხის ან ნებისმიერი ერის მიმართ, ისეთი კატეგორიული დამოკიდებულება, რომ უნდა ჩავქოლოთ და გავაძევოთ, ზედმეტი და ჩვენგან არასწორია. ჩვენ ხომ კეთილმოსურნე, სტუმართმოყვარე ერი ვართ.

თეონა კონტრიძეს, რომელთან ერთადაც გავიზარდე, არაჩვეულებრივი რუსი ქმარი ჰყავს. აქ რომ ჩამოვლენ, ვინმემ უნდა გაბედოს და ქუჩაში შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს? და ეს სწორია? კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმის, რომ საქართველოში ჩამოსული რუსი ეროვნების ადამიანები ქართველებმა დაჩაგრონ.

ვიმეორებ, ვგმობ ომს, გული მეკუმშება იმაზე, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

რაც შეეხება ჩემს ფესვებს. როდესაც საქართველოდან მენშევიკები წავიდნენ, ბაბუა, ნოე ჟორდანიასთან ერთად, ჩავიდა საფრანგეთში. თუმცა გზიდან მობრუნდა საქართველოში, რადგან ქმარს გაყრილი, ორ შვილიანი ბებია შეხვედრია… ნატაშა გაიცნო და ჩამოიყვანა საქართველოში. ბებიას უფროსი ქალიშვილი, ანუ მამიდაჩემი, უკვე გათხოვილი იყო რუსეთში. ვაჟი, კოლია ბლაუ კი, საქართველოში ჩამოიყვანეს. კოლიას ვაჟთან, ანუ ჩემს ბიძაშვილთან, საშკასთან, რომელიც ახლა სოჭში ცხოვრობს, ინტენსიური და ახლო ურთიერთობა მაქვს. მამიდაშვილებთან კონტაქტი არ მაქვს. მამას არ ჰქონია თავის დასთან კავშირი. როდესაც მამა “დინამოში” თამაშობდა, მოსკოვში ერთ-ერთი თამაშის დროს მასთან მისულა სამხედრო პირი, შენი სიძე ვარო, უთქვამს. ამას რომ ჰყვებოდა მამა, კარგად მახსოვს”

თეგები: ხათუნა ჟორდანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved