სარაჯიშვილის გამზირიდან საპროტესტო მსვლელობით თემქის პოლიციის შენობასთან მისული სულ მცირე 6 მოქალაქე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.
დემონსტრანტები “პირველებთან” ამბობენ, რომ ევროპული მომავლის მცველებს ხელბორკილები პირბადის ტარების გამო დაადეს.
ვიდექით, ვაპროტესტებდით უბრალოდ ჩვენთვის. მშვიდობიანად, როგორც ყოველთვის. მოგვარდა ეს ხალხი, არ ვიცი სად გაიზარდნენ. რა ჯანდაბა გჭირთ ხალხო, თქვენი იმედი, როგორ უნდა გვქვონდეს?
დააკავეს ხალხი. შეიყვანეს ჩვენი მეგობრები, გოგოები, ბიჭები, არ ვიცი რამდენი. დაუმორჩილებლობა ამ რეჟიმის, ეს არის უსამართლობა. პირბადეების გამო დააკავეს ადამიანები. ამ სიცივეში რომ რაღაცა მეკეთოს, ამისთვის უნდა დააკავონ ადამიანი?!განუკითხაობაში ვცხოვრობთ”, – ამბობს მსვლელობის მონაწილე.
კომენტარები