• რეკლამა
  • კონტაქტი
18:56, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თელავში, გიგო პაპა კორონავირუსს კურნავს – “ამათ რა კორონა დაყრის, შანსი არაა“

ალია ავტორი - ალია
18:00 02-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში, წერს:

„შევდივარ თელავში აფთიაქში და კონსულტანტს ვეკითხები, ისე რა, აი, თან რომ უბოდიშებ, „კი ვიცი აზრი არ აქვს მაგრამ მაინც გკითხავთ” ინტონაციით – შემთხვევით პირბადე ხომ არ გაქვთ-მეთქი.

გაოცებული მიყურებს ვითომ რატომ არ უნდა გვქონდეს გამომეტყველებით, რა თქმა უნდა გვაქვსო. ვაჰ, გავიფიქრე, რა ხდება ჩემს თავს და ვეუბნები რა ღირს-მეთქი, გონებაში ვანგარიშობ სახლი რომ გავყიდო და ცოტა პატარა ვიყიდო, ნეტა თუ მომივა-მეთქი და ის კიდევ აშკარად ძალიან შეღონებული მეუბნება 5 თეთრიო.

დავაჭყიტე თვალები და მაიტა, ასი ცალი მომეცით-მეთქი, ახლა იმან ჭყიტა თვალები, რა იყო ჩერნობილში მიდიხარო? მე ვუთხარი ან ფეისბუქი არ გაქვს, ან ტელევიზორს არ უყურებ, მოკლედ, როგორც არის რა და უიმეო, ჩინური ვირუსისა გეშინია ამხელა კაცსო? რაღა ვირუსი ექნებათ ხარისხიანი, დანარჩენი არაფერი არ უვარგათო. მეთქი კაი, მაგრამ მაინც ვიყიდი ას ცალს-მეთქი.

კაი ბიჭი ჩანხარ შენა, ჰოდა, მაგარ რჩევას გეტყვიო, აი ამის ცხვირ-პირზე აფარებას, გადადი გზის იქიდან ბაზარში, ქვედა შესასვლელში იკითხე გიგო პაპა და კაი დედის რძესავით ჭაჭა აქვს, სახლიდან გასვლის წინ 50 გრამი ხიე ხოლმე და თუ გინდა მერე ყველა შემხვედრ ჩინელს სუ პირზე კოცნით მიესალმეო.

გამოვბრუნდი, ავედი ბაზრის ქვედა შესასვლელში და ტიპებს პირდაპირ დახლზე აქვთ გაშლილი ქვეყნის ეროვნული არამატერიალური კულტურული ძეგლი სუფრა, მეთქი, ჯიგრებო გიგო პაპას ჭაჭას ვეძებ-თქო. ჰოდა, ერთი ჭაღარა კაცი მეუბნება, აფთიაქიდან გამოგგზავნესო? ვაჰ, მეთქი უეჭველი რაღაც მაფიაა და შეკრულები არიან და რამე, მაგრამ ამ დროულ კაცს ხომ არ მოვატყუებდი და ჰო, ეგრე იყო-მეთქი.

ამხელა კაცი ცხვირზე ასაფარებლითვინ როგორ მოცდი, პაპა გენაცვალოს, მოდი, დაურტყიო. შევყოყმანდი, ყიდვა მინდა არ მინდა ახლა ამ ბაზრის შესასვლელში ჭაჭის სმა და შემატყო და მეუბნება: ტელევიზორში თქვეს რო სასმელი და ნძ…ა შველისო და რა ვიცი, შვილო, აბა, სანამ უარს იტყვი, დავფიქრდებოდი შენ ადგილზეო. მორთეს ეგრევე ხარხარი მაგის ამფსონებმა. ჰოდა, რანაირი სათქმელი იყო ახლა არა ვსვამ-მეთქი რომ დამეჟინა და გამოვართვი ჭიქა. ორი ბოთლიც ხელს გამოვაყოლე და ამათ მართლა რა კორონა დაყრის, შანსი არაა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved