• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თელაველების 783,662 ლარი ღარიბაშვილის კლანის კომპანიას – “სერპანტინის” ორი ახალი კონტრაქტი

ალია ავტორი - ალია
00:28 06-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

“სერპანტინი”, რომელიც ღარიბაშვილის ოჯახური კლანის გამდიდრების წყარო და სკანდალური ისტორიებით ცნობილი კომპანია იყო, კვლავ გააქტიურდა.

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თითქოსდა კორუმპირებულ ნათესავებს აღარ ელაპარაკებოდა, ახლა, როგორც ჩანს, თავის ფავორიტ კომპანიებს ტენდერებში აბრუნებს. 

მაგალითად: რამდენიმე დღის წინ – 2020 წლის 15 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა, ხელშეკრულება გააფორმა შპს “სერპანტინთან”. 

ხელშეკრულების საგანია თელავში, მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 489,080 ლარი უჯდება.

მანამდე, კერძოდ კი, 2020 წლის 28 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ნერეკლიშვილმა, იგივე “სერპანტინს” 294,582 ლარის ღირებულების კონტრაქტი დაუდო, სოფელ კისისხევში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის შესახებ.

როგორც ჩანს, “სერპანტინი”, რომელსაც ბიუჯეტიდან 2012 წლიდან, ღარიბაშვილის პრემიერობის ჩათვლით, 100 მილიონ ლარზე მეტის ტენდერი აქვს წაღებული, ახლა ისევ “ამოტივტივდა”.

კომპანია “სერპანტინის” 69 პროცენტიანი წილის მფლობელი თამარ ჯანყარაშვილია, ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილისა და ახლო მეგობარის, გიორგი ზედელაშვილის დედა და შს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, ღარიბაშვილის სიმამრ თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის მამიდა.

“სერპანტინის” მიერ მოგებული ტენდერები კი, საეჭვოდ დაემთხვა ცოტა ხნის წინ, ივანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კახეთი ირაკლი ღარიბაშვილს ჩააბარეს. 

სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება პასუხისმგებელი საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების მიერ კახეთში აღებულ ხმებზე. 

თუმცა, თუ მისი ოჯახური კლანის კუთვნილი კომპანიის მიერ მოგებულ ახალ ტენდერებს გავითვალისწინებთ, თავდაცვის მინისტრი, ივანიშვილის დაკისრებულ არაოფიციალურ პასუხისმგებლობას კახეთზე, თავის პირად და შესაძლოა, მერკანტილურ ინტერესებსაც მშვენივრად უთავსებს.

პრესა.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved