• რეკლამა
  • კონტაქტი
15:44, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის

ალია ავტორი - ალია
14:31 12-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე 2021 წლის დეკემბრიდან სს „თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის. აბონენტის მრიცხველის ჩვენების აღება განხორციელდება თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში. “თელასის” ინფორმაციით, მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით განხორციელდა.”650 ათასი აბონენტის მრიცხველიდან ჩვენების აღების პროცესში ჩართული იქნება ,,თელასის“ 450 თანამშრომელი, რომლებიც სპეციალური პლანშეტების საშუალებით მიმდინარე თვის განმავლობაში აბონენტის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის აღრიცხავენ. შესაბამისი მონაცემები კომპანია ,,თელმიკო“-ს გადაეცემა.თბილისში მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში აბონენტების ნაწილის მრიცხველის წაკითხვა ორჯერ მოხდება – ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირებული ჩვენება (არაუმეტეს 30 დღის) და დეკემბერის ბოლოს დაფიქსირებული ჩვენება. ეს შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, ვისაც ეცვლება მრიცხველის წაკითხვის ვადა.ცვლილების შედეგად ადგილი არ ექნება ზედმეტობით დარიცხვებს და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება”, – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved