• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს

ალია ავტორი - ალია
18:10 04-26-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
344

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ავტომობილის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორი, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, გაგრილებისა და სამუხრუჭე სისტემები. ყველა ამ პროდუქტის სრული ასორტიმენტის შეძენას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მომხმარებელი სპეციალური ფასდაკლებით შეძლებს. გარდა ამისა, „თეგეტა“ მძღოლებს სავალი ნაწილის უფასოდ დათვალიერებასაც სთავაზობს.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, პირველ რიგში, საბურავების მდგომარეობა უნდა გადამოწმდეს, რადგან ეს ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სეზონურობა ახასიათებს. ამიტომ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს გადააჭარბებს, უსაფრთხოდ მგზავრობისთვის ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებით უნდა ჩანაცვლდეს. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. Tegeta Shop-ში საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ფილიალებში – გაორმაგებული ქეშბექი. შესაძლებელია, სასურველი საბურავის შერჩევა პრემიუმბრენდებიდან: Continental, Bridgestone, Michelin, Petlas, Pirelli და სხვა.

ზაფხულისთვის ავტომობილის მომზადება აკუმულატორის მდგომარეობის შემოწმებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის შეცვლასაც გულისხმობს, რადგან ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. თეგეტას ფილიალებსა და ონლაინმაღაზიებში აკუმულატორების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. „თეგეტაში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული აკუმულატორები, მათ შორის Varta, Energizer, Exide.

საცხებ-საპოხი მასალები, მაგალითად, ძრავის ზეთი, სეზონურობით არ გამოირჩევა, ის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებით, მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში ძრავა მაღალი დატვირთვით მუშაობს და ზეთს რესურსი უფრო მალე ეწურება. ძრავის ზეთის შემოწმება და შეცვლა „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი, სადაც ზეთების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ბრენდები – Mobil, Motul, Shell, Petronas და სხვა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, რომლებიც თბილი სეზონის მოახლოებასთან ერთად უნდა გადამოწმდეს, ეს არის ფრეონის დონე გაგრილების სისტემაში, ჰაერისა და სალონის ფილტრები, სამუხრუჭე დისკები, ხუნდები და სამუხრუჭე სითხე. „თეგეტა მოტორსში“ ავტონაწილების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო სერვისის სრულ ასორტიმენტზე – 20%-იანი. ავტომობილის შემოწმებასა და საჭირო ავტონაწილების შერჩევაში მომხმარებლებს „თეგეტას“ სპეციალისტები დაეხმარებიან.

___

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved